Sensfeel მაცდუნებელი ელექსირი 10 in 1 ფერომონის ბუსტერი კაცისთვის

99,00

ეს არის უნიკალური კაცის ლოსიონი თმისა და კანისთვის, რომელსაც აქვს შემდეგი ფუნქციები:
1. სხეულის დამატენიანებელი
2. კანის გამაპრიალებელი
3. თმის მზისგან დამცავი
4. თმის ბოლოჭამიების სამკურნალო
5. თმის ჩახლართვის და გაყინვის საწინააღმდეგო
6. ფერის დაცვა
7. თმის სირბილე და სიკაშკაშე
8. თმის დამორჩილება
9. აფროდიზიაკის სუნამო
10. ფიზიკური მიზიდულობის გამომწვევი

როგორ გამოიყენო:

სხეულზე: აანჯღრიე და შეისხი კანზე და კარგი იქნება თუ მსუბუქად დაიმასაჟებ უკეთესი შეწოვისთვის. შეგიძლია ერთსა და იმავე ადგილზე რამდენჯერმე შესხმაც.
თმაზე: აანჯღრიე და შეისხი მცირე რაოდენობით სასურველ ადგილზე. არ ჩამოიბანო. სურვილის შემთხვევაში შეგიძლია მეტჯერ შესხმაც.

ამ ელექსირს აქვს ფერომონის ბუსტერის მაქსიმალური შემცველობა. ზუსტად როგორ მუშაობს და რაშია მისი უნიკალურობა, ეგ შგიძლია სრულ აღწერაში ნახო ♡

მარაგშია

ჩაიჯიბე 297 ორგაზმ ქულა | Earn 297 Orgasm points
აღწერა

ეს მაცდუნებელი ელექსირი არის დამატენიანებელი სპრეი-ლოსიონი რომელიც გამდიდრებულია არგანის ზეთით, ქოქოსის ზეთით და პანთენოლით. ეს არის ხარისხისა და მაცდუნებლობის სინთეზი, რომელიც ნებისმიერ კაცს ქიმიურ დონეზე მინიმუმ ორჯერ უფრო მიმზიდველად აქცევს.
ლოგიკურია რომ ფერომონის ბუსტერი ზოგადად კაცებისთვის გაცილებით უფრო მოთხოვნადია ვიდრე ქალებისთვის რადგან კაცები ქალის ყურადღებისთვის იბრძვიან, ხოლო ქალები ხსირად ყურადღებას ჭარბი დოზითაც კი იღებენ მხოლოდ იმიტომ რომ არსებობენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კაცისთვის ფერომონის ბუსტერი გაცილებით უფრო საჭირო და სასრუველია ვიდრე ქალისთვის, მითუმეტეს ჩვენთან, საქართველოში.
სწორედ ამიტომ, ეს ფერომონი მიღებისთანავე გავტესტეთ რამდენიმე ისეთ გოგოზე, რომლებსაც ზოგადად სუნებზე აქვთ ალერგია და არანაირი სუნი არ მოწონთ, იმ დონეზე რომ თვითონაც არასდროს იყენებენ სუნამოებს. ელექსირის წასმა მოხდა თმებზე და შემდეგ მოვისმინეთ მათი უკუკავშირი. შედეგი კი გაგაოცებთ – ყოველმა მათგანმა აღნიშნა რომ მათ სუნი მოეწონათ. ოღონდ რეალურად მათ მოეწონათ არა სუნი, არამედ ის უსუნო და უხილავი ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა დასხმის შემდეგ: ანდროსტენორი.

სექსუალური ფერომონები რეალურად არის უსუნო და შეუმჩნეველ ნივთიერებათა წყება, რომლებსაც ეტაპობრივად გამოსცემს ორგანიზმი. ეს ნივთიერებათა წყება ხელს უწყობს ერთსა და იმავე სახეობის ცხოველებში ქიმიისა და მიზიდულობის განვითარებას. ადამიანებში კაცის სექსუალური ფერომონი არის ანდროსტენორი. ეს ფერომონის ბუსტერი, რომელსაც ახლა უყურებ, თავისი აქტიური ინგრედიენტების (კონკრეტულად ფორსკოლინის და თეაფლავინის) საშუალებით ხელს უწყობს ანდროსტენორის აქტიურ გამოყოფას.

ამ ელექსირის შექმნის იდეა წამოვიდა SensFeel სუნამოსგან, რომელსაც იგივე ბრენდი აწარმოებს პორტუგალიაში. ეს არის ფერომონების ბუსტერი სუნამო, რომლის ეფექტურობაზეც ჩატარდა კვლევა და გამოირკვა რომ ანდროსტენორის გამოყოფა დასხმიდან 1 საათში 258%-ით იზრდებოდა. ანუ სუნი და სხვა აღქმადი დეტალები რომ დავივიწყოთ, აი მარტო ქიმიური რეაქციის დონეზე, ამ სუნამოს გამომყენებელი კაცი ქალისთვის ორნახევარჯერ უფრო მიმზიდველი ხდება. იმ სუნამოს ეფექტის განზოგადება და უნივერსალურ ელექსირად ქცევა იყო SensFeel მაცდუნებელი ელექსირის შექმნის განმაპირობებელი.

თავისი ინგრედიენტებისა და ფორმის კომბინაციით ეს ლოსიონი არის კაცისთვის პრაქტიკულად ყოვლისმომცველი პროდუქტი რომელიც გამოიყენება თმებზეც და კანზეც. მისი გამოყენბა არამხოლოდ გაგიჯანსაღებს და გაგისიმპათიურებს კანს და თმას, არამედ თავისი საკაიფო სურნელით და ფერომონის ბუსტერით პირდაპირ, ქიმიურ დონეზე გაქცევს მინიმუმ ორჯერ უფრო მიმზიდველად ქალებისთვის. თან იცი როგორ? აი უამრავ ქალში შენ რომ გამოგარჩევენ და გიყურებენ. შენი გვერდით ჩავლა რომ რატომღაც ყურადღებიდან არ გამორჩებათ და თავადვე ვერ ხსნიან რატომ იზიდავ სხვა კაცებზე მეტად… რათქმაუნდა არავინ გადაირევა ისე რომ კრუნჩხვებში ჩავარდეს, მოვიდეს და სექსს შეგეხვეწოს, თუმცა გახსოვდეს რომ ნებისმიერ გოგოსთან საუბარს მანამდე იწყებ, ვიდრე ხმას ამოიღებ. ეს საუბარია შენი ვიდი, შენი სუნი და მიზიდულობის ნივთიერება რომელსაც ასუნთქებ. სწორედ ამ ფაქტორებზეა დამოკიდებული რამდენად ღიმილით და რამხელა მიმღებვლობით გიპასუხებენ მაშინ როცა პირველ სიტყვებს ეტყვი. ერთსა და იმავე გოგოს, ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ადგილზე შესაძლებელია რომ შენს სიტყვებზე რადიკალურად განსხვავებული რეაქციები ჰქონდეს იმის მიხედვით თუ როგორ გამოიყურები და რა ვაიბს გადასცემ შენი ვიდით თუ სუნით.

ფორსკოლინის და თაფლავინის გაერთიანებული შემცველობა ამ სუნამოში არის 2%, რაც არის მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა ამ ტიპის სითხისთვის.

მოცულობით არის 100 მილიგრამი, რაც გეყოფა დაახლოებით 330 შესხმაზე.

არომატის აღწერა ესე სიტყვებით რთულია, ჯობია ადგილზე ნახო. ყველაზე მიახლოვებული სიტყვები რომ გითხრათ, ჩათვალე გრეიფრუტი, გერანიუმი და ვეტივერია არის ყველაზე მიახლოვებული მცენარეები სუნთან.

ph ინტერვალი: 6.5 – 7.5

ინგრედიენტები (თარგმანის გარეშე):

AQUA, PARFUM, PROPANEDIOL, ARGANIA SPINOSA KERNEL OIL, CETEARYL ALCOHOL, COCOS NUCIFERA OIL, GLYCERIN, GLYCERYL STEARATE CITRATE, SORBITAN STEARATE, ALOE BARBADENSIS LEAF JUICE, CYCLOPENTASILOXANE, PHENOXYETHANOL, PARAFFINUM LIQUIDUM, PANTHENOL, ACRYLATES/C10-30 ALKYL ACRYLATE CROSSPOLYMER, DIMETHICONOL, AMINOMETHYL PROPANOL, ETHYLHEXYLGLYCERIN, DISODIUM EDTA, PENTAERYTHRITYL TETRA-DI-T-BUTYL HYDROXYHYDROCINNAMATE, LIMONENE, CITRONELLOL, COLEUS FORSKOHLII ROOT EXTRACT, LINALOOL, CAMELLIA SINENSIS LEAF EXTRACT, BENZYL BENZOATE, POTASSIUM SORBATE, SODIUM BENZOATE, CITRIC ACID, TOCOPHEROL.

მიტანა და ანომიმურობა
შეფუთვა ყოვლეთვის ანონიმურია
    • კურიერმა არ იცის რა მოაქვს, თუმცა თავისთავად იცის სადაც მუშაობს.
    • ჩვენს შეფუთვებს არ აქვს არანაირი ლოგო, სტიკერი და ა.შ.
მიწოდება თბილისში

მიტანის სერვისი მუშაობს ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით.
(გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომლის შესახებაც წინასწარ იქნები ინფორმირებული)

14:00 – მდე მიღებული შეკვეთები ბარდება იმავე დღეს, 14:00 -ის შემდეგ მიღებული შეკვეთები ბარდება მეორე დღეს.

შეკვეთების მიწოდება იწყება 14:00 -ის შემდეგ.

შეკვეთის მიწოდებასთან დაკავშირებით კურიერი გიკავშირდება 12:00-14:00 შუალედში და გითანხმდება მიწოდების საათზე.

შეკვეთის მიღებიდან ნახევარ და 1 საათში შეკვეთის მიწოდება არ ხდება.

ცენტრალურ უბნებში და მეტროებთან მიწოდება უფასოა, ან +3, +5 ლარი.
მიწოდების საფასურს ადგენს კურიერი მანძილიდან გამომდინარე.

მიწოდება თბილისის გარეთ

თბილისის გარეთ მიწოდებას უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორი საკურიერო კომპანია (საქართველოს ფოსტით არ ვაგზავნით).

მიწოდება ხდება 3-5 სამუშაო დღის ვადაში (შაბათი და კვირა, ასევე ოფიციალური დასვენების დღეები არ არის სამუშაო დღეები).

ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რომელ დღეს მოგიტანენ ამანათს, ამიტომ დაელოდე კურიერის ზარს.

შეფუთვა არის ანონიმური და კურიერმა არ იცის რა დევს შიგნით.

თბილისის გარეთ მიწოდების საკომისიო არის 5 ლარი.

თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც ბარათით საიტზევე, ასევე ქეშით კურიერთან.