სულ დასტაში არის 26 სექსის პოზა და 52 კარტი. თითოეული სექსის პოზა მოცემულია 2 კარტზე. თამაშის პრინციპი შემდეგია: ალაგებ 52 კარტს ერთმანეთის გვერდით ისე რომ პოზები არ ჩანდეს და რამდენი მოთამაშეც ხართ, რიგითობის მიხედვით ირჩევთ 2 კარტს. მაგალითად: აირჩიე ერთი კარტი, ამოგივიდა მისიონერული პოზა. მეორეს, რასაც აირჩევ, უნდა იყოს პირველის იდენტური.
თუ იდენტური კარტი ამოგივა, მაშინ იღებ ორივე კარტს და იდებ წინ – 1 ქულა გაქვს და დასტაში 2 კარტით ნაკლები რჩება და ჯერი გადადის შემდეგ მოთამაშეზე.
თუ ვერ აირჩევ, მაშინ ორივე კარტი ბრუნდება საწყის ადგილზე და ჯერი გადადის შემდეგ მოთამაშეზე.
გამარჯვებული იქნება ის, ვინც თამაშის ბოლოს დააგროვებს ყველაზე მეტ წყვილს.
თუ ბევრი ხართ და გინდათ რომ სწრაფი რაუნდები ითამაშოთ, მაშინ დროის ლიმიტის დაწესება შეგიძლიათ – პირობითად 15 წუთი.
ყველაზე მეტად ასწორებს როცა თამაშობთ სასმელთან ერთად და სურვილებზე.