Soft-ტამპონები სტანდარტული, 50 ცალი

169,00

Soft ტამპონები რეგულარული ტამპონების იდეალური შემცვლელია. ცურვა, საუნა, სპორტი, ნუდიზმი თუ სექსი უკვე აღარ წარმოადგენს პრობლემას სექსისას ამ ტამპონების დახმარებით. თუ ციკლი გაქვს და მაინც ისეთი მომენტი გიდგას რომ გჭირდება ნებისმიერი ფიზიკური აქტივობით დაკავება თან ისე რომ მენსტრუაცია ვერავინ შეგამჩნიოს, მაშინ Soft ტამპონები არის შენი გასაღები ამისთვის. არის გერმანიაში დამზადებული, ჰიგიენურად შეფუთული, ულტრა რბილი, კლინიკურად და დერმატოლოგიურად ტესტირებული.

თუ როგორ შეგიძლია მისი გამოყენება და რა ბენეფიტებს მიიღებ, უფრო ვრცლად შეგიძლია სრულ აღწერაში ამოიკითხო.

მარაგშია

ჩაიჯიბე 507 ორგაზმ ქულა | Earn 507 Orgasm points
აღწერა

Soft ტამპონი არის მენსტრუაციისას გამოსაყენებელი პროდუქტი, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვეულებრივი ტამპონისგან.
ჩამოგითვლით რითი განსხვავება Soft ტამპონი რეგულარულისგან:

  1. Soft ტამპონი არის სპეციალური რბილი მატერიით შექმნილი ტამპონი, რომლის მოთავსებაც ვაგინაში ლუბრიკანტის გარეშე შეგიძლია, ხოლო მოთავსების შემდეგ ის ზუსტად იმ ფორმაში ჯდება, რის საშუალებასაც მას შენი ვაგინის ანატომია მისცემს. შედეგად მოქნილობა და შეწოვა არის მაქსიმალურად ეფექტური.
  2. Soft ტამპონის კეთებისას გარეთ არანაირი ძაფი არ გაქვს გადმოყოფილი. გაგიჩნდება კითხვა – აბა როგორ გამოიღო? მენსტრუალური დენის შეწოვისას Soft ტამპონი ზომაში იბერება, რაც მას უმარტივესად ხელმისაწვდომს ხდის. ამასთან ერათად SOFT ტამპონის ამ ვერსიას აქვს თითის გამოსადები, რომელიც სურათზე გულის ფორმის თავში, პატარა ჭრილის სახით ჩანს.
  3. Soft ტამპონი შეგიძლია გამოიყენო საუნაში, აუზზე, ვარჯიშისას და სხვა ნებისმიერი აქტივობისას! ამ ტამპონის დახმარებით შეგიძლია მოტკეცილი ტრუსი გეცვას ისე, რომ საერთოდ არც კი იეჭვონ რომ პერიოდი გაქვს.
  4. Soft ტამპონი გამოიყენება სექსისას! ამ ტამპონის მეშვეობით მენსტრუაციისას სექსუალური აქტი გასისხვლას აღარ ნიშნავს. ასე რომ შეგიძლია კრიტიკულ დღეებში თავი აღარ შეიკავო! გამოიცვალე ტამპონი სექსამდე, ჩაისვი ახალი და შეირგე აქტი დასვრის გარეშე. ამ გზით თვიური უკვე აღარ დაგაბრკოლებს შენს ქრაშთან დეითზე წასვლისა თუ იმ გენგ-ბენგების მოწყობისგან, რაც ტვინში გიტრიალებს. შეიძლება იკითხო: კი მაგრამ, აქტისას ეს ტამპონი ზევით არ აიწევა? – კი, აიწევა, თუმცა არსად გაიჭედება და გამონადენის შეწოვა მაინც ისე გააფართოვებს რომ მარტივად მიწვდები. თუ მაინც ეჭვობ რომ მარტივად ვერ მიწვდები, კიდევ ორი მეთოდია გამოსაღებად. პირველი: აბაზანაში ჩაიკუზე. ჩაკუზულ მდგომარეობაში ისეთ პოზაში ხარ უმარტივესად მიწვდები გამოსაღებად. მეორე: შეგიძლია მენსტრუალური ჭიქა მოითავსო და შემდეგ გამოიღო. ჭიქის მოთავსებისას წარმოქმნილი ვაკუუმი ტამპონსაც გამოწევს ისე რომ ან მთლიანად გამოიღებს, ან თითის მიხმარებით უკვე ძალზე მარტივად გამოიღებ.

ერთი სიტყვით, Soft ტამპონებით იღებ თავისუფლებას იქ სადაც სხვა, ვიზუალურად შესამჩნევი საშუალებები გაწუხებენ.
ამ ტამპონების რამდენიმე ვარიანტი არსებობს. არის რეგულარული (რასაც ახლა უყურებ), არის მინი და პროფესიონალი. რეალურად ამ სამს შორის სხვაობა არის მხოლოდ ზომა და ფორმა. პროფესიონალი იგივეა რაც ეს ოღონდ მრგვალი ფორმის. მინი ვერსია კი ამ ტამპონის ანალოგიურია, ოღონდ ზომაშია შედარებით ნაკლები მათთვის ვისაც მეტი კომპაქტურობის განცდა უნდა და იმას შეწოვის დონეც შედარებით ნაკლები აქვს. საბოლოო ჯამში ყველა ვარიანტი ერთ საქმეს ემსახურება და შენ რომელიც ყველაზე მეტად მიგიზიდავს ის შეგიძლია რომ გამოიყენო.

Soft ტამპონები სერტიფიცირებულია სტანდარტ 100-ის შესაბამისად OEKO-TEX®-ის მიერ და დაკმაყოფილებული აქვს პირველი (უმაღლესი) კლასის უსაფრთხოების მოთხოვნები ევროკავშირის მოთხოვნათა შესაბამისად.

რაცშეეხება გამოყენების ხანგრძლივობას: დენას გააჩნია, თუმცა ეცადე რომ 4-6 საათში ერთხელ ცვალო, თუმცა 8 საათს არ გადააცილო. 8 საათი არის 1 ტამპონის მაქსიმალური გამოყენების ხანგრძლივობა.
ასევე შეგიძლია რომ Soft ტამპონები სხვა მენსტრუალურ საშუალებებთან შეათამაშო. როცა სადმე გასვლა გიწევს და განსაკუთრებული კომფორტი გჭირდება მაშინ გამოიყენო Soft ტამპონი, ხოლო როცა უბრალოდ სახლში ხარ და გძინავს სხვა, უფრო ბიუჯეტურ საშუალებებს მიმართო.

მიტანა და ანომიმურობა
შეფუთვა ყოვლეთვის ანონიმურია
    • კურიერმა არ იცის რა მოაქვს, თუმცა თავისთავად იცის სადაც მუშაობს.
    • ჩვენს შეფუთვებს არ აქვს არანაირი ლოგო, სტიკერი და ა.შ.
მიწოდება თბილისში

მიტანის სერვისი მუშაობს ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით.
(გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომლის შესახებაც წინასწარ იქნები ინფორმირებული)

14:00 – მდე მიღებული შეკვეთები ბარდება იმავე დღეს, 14:00 -ის შემდეგ მიღებული შეკვეთები ბარდება მეორე დღეს.

შეკვეთების მიწოდება იწყება 14:00 -ის შემდეგ.

შეკვეთის მიწოდებასთან დაკავშირებით კურიერი გიკავშირდება 12:00-14:00 შუალედში და გითანხმდება მიწოდების საათზე.

შეკვეთის მიღებიდან ნახევარ და 1 საათში შეკვეთის მიწოდება არ ხდება.

ცენტრალურ უბნებში და მეტროებთან მიწოდება უფასოა, ან +3, +5 ლარი.
მიწოდების საფასურს ადგენს კურიერი მანძილიდან გამომდინარე.

მიწოდება თბილისის გარეთ

თბილისის გარეთ მიწოდებას უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორი საკურიერო კომპანია (საქართველოს ფოსტით არ ვაგზავნით).

მიწოდება ხდება 3-5 სამუშაო დღის ვადაში (შაბათი და კვირა, ასევე ოფიციალური დასვენების დღეები არ არის სამუშაო დღეები).

ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რომელ დღეს მოგიტანენ ამანათს, ამიტომ დაელოდე კურიერის ზარს.

შეფუთვა არის ანონიმური და კურიერმა არ იცის რა დევს შიგნით.

თბილისის გარეთ მიწოდების საკომისიო არის 5 ლარი.

თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც ბარათით საიტზევე, ასევე ქეშით კურიერთან.

 

არტიკული: 12208 კატეგორია: , , ჭდე: , , ,