გამოცნობანა თუ გითამაშია, ეგაა ოღონდ სექსის თემაზე. ზიხართ წრეში, რიგ-რიგობით იღებთ კარტს და კითხულობთ იმას, რაც ხართ. დანარჩენები კი უნდა მიხვდნენ. მარტივი მაგალითია:
– ღამით ქვევით ჩავდივარ. დილაობით ზევით ვიწევი. როცა გეხები, გაცხელებ.
პასუხს აქ არ დავწერთ, სპოილერი გამოვა. თამაშის მონაწილეები უნდა მიხვდნენ რა ხარ.
მაგალითად ვიღაცამ აიღო კარტი და შენ გამოიცანი. ის გაძლევს ამ კარტს და შენ იტოვებ. თუ ვერავინ გამოიცნობს – გადის ეგ კარტი თამაშიდან. თამაშის ბოლოს, ვისაც ყველაზე მეტი გამოცნობილი კარტი ექნება დაგროვილი, ის იგებს. თუ გინდათ, შეგიძლიათ სურვილებზე ითამაშოთ და მაგალითად გამარჯვებულს 1 სურვილი ჰქონდეს თამაშის სხვა ნებისმიერი მონაწილის მიმართ.
დასტაში სულ არის 50 კარტი. ინგლისურის ცოდნა დაგჭირდებათ, კარტები ინგლისურენოვანია.