პაკეტი მოიცავს ჩანთას, რომელშიც დევს:
1. უმაღლესი ხარისხის ტყავის შემცვლელისგან დამზადებული თვალებზე ასახვევი.
იმპორტულ თვალებზე ასახვევს ხშირად აქვს პრობლემა, რომ ბოლომდე ვერ გიფარავს თვალებს და ქუთოთოებთან + ცხვირის კონტურთან გიტოვებს ღარს, საიდანაც შემოდის სინათლე და ოდნავ მაინც ხედავ რა ხდება ირგვლივ. ჩვენი თვალებზე ასახვევი ზომაში უფრო დიდია და დაგრძელება აქვს ქვევით, რაც სპეციალურად ამ პრობლემის მოსაგვარებლად არის განკუთვნილი.
2 და 3. ბორკილები ხელებისთვის და ფეხებისთვის.
იმპორტულ ბორკილებზე (ძვირიან კომპლექტში არსებულის და გერმანული ბორკილების გარდა) გამოიყენება დეკორატიული ჯაჭვი. დეკორატიულ ჯაჭვს აქვს ერთი პრობლემა – მარტივად წყდება. შესაბამისად, თუ სიფრიფანა გოგო არ ხარ და ისეთივე ჯანიანი ხარ, როგორიც ჩვენი სტაფის ნახევარია, ამ ბორკილებს მარტივად გაწყვეტ. ჩვენს ბორკილებში დეკორატიულის ნაცვლად გამოყენებულია ფუნქციური ჯაჭვი. ფუნქციურ ჯაჭვზე ჭაღი ჩამოკიდე თუ გინდა, ვერ გაწყვეტ.
4. ყელსაბამი.
პრინციპი ანალოგიურია რაც ბორკილებზე – იმპორტულებს (გარდა ყველაზე მაგარი კომპლექტისა) აქვთ დეკორატიული ჯაჭვი, ამას კი აქვს ფუნცქიური.
5. მათრახი.
სპეციალურ ხის ტარზე შემოხვეულია კვლავ უმაღლესი ხარისხის ტყავის შემცვლელი და ხეში არის ჩამონტაჟებული დიდი რკინის ბოლტი, რომელზეც მობმულია 40სმ სიგრძის დეკორატიული ჯაჭვის 4 წყება. ანუ ეს მათრახი არის არა ტყავის, არამედ რკინის.
სექსში ჩვენ მუხრუჭები არ გვაქვს. თუ შენც ეგრე ხარ, მაშინ საშენო პაკეტს უყურებ.