დღეს საზოგადოებაში საკმაოდ გავრცელებული სექსუალური ფანტაზია არის ე.წ Threesome ანუ ქართულად რომ ვთქვათ – სექსი სამ ადამიანს შორის. ბევრისთვის თავიანთი ცხოვრების წესიდან და პრინციპებიდან გამომდინარე მიუღებელია მსგავსი სექსუალური აქტივობა და ბევრისთვის კი მისაღები. აქედან გამომდინარე მოდი გავცეთ პასუხი კითხვებს, რომლებიც ბევრს აინტერესებს:
რატო კავდებიან ადამიანები ერთდროულად რამდენიმე პარტნიორთან სქესობრივი კავშირით და რა სიამოვნებას ანიჭებს ეს მათ? რა იწვევს მათში ამ ფანტაზიებს გაღვივებას?
განვიხილოთ ვარიანტები, თუ რატო შეიძლება ანიჭებდეს ადამიანს სექსუალური აქტივობის წარმართვა სამ ადამიანს შორის
· პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ახალი გამოცდილების მიღება, მაშასადამე სექსუალური ფანტაზიის რეალობაში გადმოტანა ადამიანებს გვეხმარება გავაღრმავოთ ცოდნა ჩვენი სხეულისა და მოთხოვნების შესახებ.
· წყვილები, რომლებიც დიდი ხანია ერთად არიან მონოგამიურ ურთიერთობაში, ხშირად განიცდიან ისეთ გრძნობებს, როგორებიცაა: მოწყენილობა, სურვილის დაკარგვა, გრძნობების გაციება და ა.შ ამიტომ პარტნიორები ერთმანეთისადმი სურვილის ხელახალი გაღვივებისათვის და ურთიერთობის გასამრავალფეროვნებლად ხშირად იმატებენ სექსუალურ ურთიერთობაში მესამე ადამიანს, რადგან ერთმანეთის სხვა ადამიანთან სექსის პროცესში დანახვამ შეიძლება გაუჩინოთ ერთმანეთისადმი ახლებური სურვილი და გააღვივოს პარტნიორებს შორის ის ვნება, რომელსაც ურთიერთობის დასაწყისში განიცდიდნენ.
· როდესაც წყვილებს შორის მონოგამიური ურთიერთობაა, ეს შეიძლება იყოს გზა ერთი ან ორივე პარტნიორისთვის, გამოიკვლიონ თავიანთი ბისექსუალობა. დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სექსუალური ფანტაზია არის FFM და MMF, რომელიც შესაძლოა მიუთითებდეს ბისექსუალური – ან სულ მცირე, ბი-ცნობისმოყვარე ტენდენციების გავრცელებაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით დოქტორი რაიან სკოტსი განმარტავს, თუ რატომ ხდება სექსი სამში სულ უფრო პოპულარული – „ინტერნეტზე წვდომის გარდა, ვფიქრობ, რომ ჰომოსექსუალიზმისა და ლგბტ ჯგუფების უფრო დიდი მიმღებლობა დიდ როლს თამაშობს მსგავსი ფანტაზიების გაღვიძებაში. როდესაც ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის სექსი კარგავს სტიგმას, ქცევების უფრო დიდი ასორტიმენტი, მათ შორის Threesome მისაღები ხდება“.
· პოლიამორული ურთიერთობების მზარდი ტენდენცია ეჭვქვეშ აყენებს აზრს, რომ ჩვენ „ბუნებრივად“ მონოგამი არსებები ვართ. სრისამი შეიძლება იყოს შესანიშნავი გზა ურთიერთობის გასახსნელად ერთზე მეტი ადამიანის სიყვარულისთვის.
· ეჭვიანობა – შესაძლოა, უცნაური მიზეზია მსგავსი ფანტაზიის ქონისა და განხორციელებისთვის, თუმცა, Kinky სცენის შიგნით ზელოფილია ჩვეულებრივი ფეტიშია, რომლის დროსაც ადამიანი სიამოვნებას იღებს საკუთარი ან სხვისი ეჭვიანობით.
· ექსპოზიციონიზმი და ვუაიერიზმი- აღსანიშნავია, რომ ჩვენს ტვინსა და ორგანიზმს სიამოვნებს არამხოლოდ საკუთარი საკუთარი პოზიტიური გრძნობების აღქმა არამედ იმის დანახვა, თუ როგორ იღებს სიამოვნებას სხვა ადამიანი. შეიძლება ითქვას, რომ სხვა ადამიანების სხეულების სექსუალური რეაქციების შესწავლა არის ამაღელვებელი და ორგაზმატული.
· ქალებს ხშირად აქვთ დომინანტ მამაკაცებთან სექსის სურვილი და საკუთარ თავს მორჩილის პოზიციაში აყენებენ, ამიტომ ამ სურვილის გასაორმაგებლად მიმართავენ ე.წ „ეშმაკის სამეულს“, სადაც დომინანტის როლს 2 მამაკაცი ასრულებს. მსგავს აქტს შეიძლება მოჰყვეს მთელი რიგი სურვილები და მოთხოვნილებები, მაგალითად როგორიცაა ორმაგი პენეტრაცია და ა.შ
· მამაკაცების უმრავლესობისთვის 2 ქალთა სექსი(MFF) არის ერთ-ერთი მოთხოვნადი სექსუალური ფანტაზია, რადგან შეიძლება ითქვას, რომ მამაკაცი ასეთ დროს სიამოვნებას იღებს არა მხოლოდ ფიზიკურად არამედ ფსიქოლოგიურადაც, რადგან ეუფლებათ გამარჯვების გრძნობა, რომელიც 2 ქალის „დაუფლების“ დროს იღებენ და ეგო იბუსტება.
ასევე უნდა აღინიშნოს ფსიქოლოგიური ბენეფიტები, რადგან 2 ქალთან სექსი აღიქმება ორმაგ სიამოვნებად, რადგან ამ დროს ამ დროს სიამოვნების იღებ არა ერთი ქალის სხეულისაგან არამედ ორისაგან და შესაბამისად სიამოვნებაც გაორმაგებულია – ეს არც არის გასაკვირი, რადგან ეს გამოწვეულია მამაკაცის ბიოლოგიური სურვილიდან, გამრავლდეს რაც შეიძლება მეტ ქალთან, რათა გაავრცელოს მისი გენები.
ამ შემთხვევაში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჰეტეროსექსუალი მამაკაცები ნაკლებად მონაწილეობენ ისეთ სექსუალურ აქტივობაში, რომელშიც ორი მამაკაცი და ერთი ქალია, რადგან ეს იდეა სხვისთვის შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც ჰომოსექსუალობის წინაპირობა ან სექსუალური ქცევა. ისინი არსებული სტერეოტიპებისა და სტიგმების გამო განიცდიან ზიზღს სხვა მამაკაცის სხეულისადმი.
იმის და მიუხედავად, რომ Threesome-ს ბევრი ფსიქოლოგიურ-ფიზიკური ბენეფიტები აქვს, შეიძლება ადამიანებს ისეთ ნეგატიურ შედეგებთან მოუწიოთ გამკლავება, როგორებიცაა: ეჭვიანობა და ურთიერთობის დანგრევა, სექსუალური გზით გადამდებ დაავადებები და ინფექციები, სექსუალური შეუთავსებლობა ანუ ე.წ ქიმიის ნაკლებობა სამეულს შორის, სიმარტოვის გრძნობა ანუ თამაშს გარეთ დარჩენა, დაუცველობის გრძნობის გაჩენა და ა.შ – საბოლოოდ, ეს ყველაფერი არის ცუდი ორგანიზაციულობის და კომუნიკაციის ნაკლებობისგან გამოწვეული ნეგატიური შედეგები, ამიტომ სანამ Threesome-ით დაკავდებით უნდა ისაუბროთ ერთმანეთის სურვილებსა და ფეტიშებზე, პროცესში ჩართულობაზე, უნდა ჩაიტაროთ გამოკვლევა სექსუალური გზით გადამდებ ინფექციებსა და დაავადებებზე…