განმანათლებელი

რა არის კოპულატორული ვოკალიზაცია ?

კოიტალური ვოკალიზაცია ეწოდება ხმას , რომელსაც პარტნიორები გამოსცემენ კოიტუსის (სექსუალური აქტის დროს ) . ეს ხმა შესაძლოა იყოს კვნესა, ყვირილი , შეძახილი, მოწოდება , dirty talk და ყველაფერი ის რაც შენი ფანტაზიის ნაყოფი შესაძლოა იყოს . რა გავლენა შესაძლოა ჰქონდეს კოიტალურ ვოკალიზაციას თვითონ პროცესზე? ამ თემის ირგვლივ ბევრი კვლევა და ინფორმაცია არ გვაქვს .

თუმცა , ის კვლევები რომლებიც ჩატარებულია ამ თემის ირგვლივ ამბობენ – რომ ვოკალიზაცია აუმჯობესებს სექსის პროცესს . კვლევის თანახმად , ქალები ორ ჯგუფად დაყვეს – ისინი ვინც კოიტუსის დროს გამოსცემდნენ ხმას და ისინი ვინც არ გამოსცემდნენ. შედეგად გამოვლინდა , რომ ქალები რომლებიც გამოსცემენ ხმას კოიტუსის დროს აღენიშნებათ ლუბრიკაციის უფრო მაღალი ხარისხი(შესაძლოა უბრალო დამთხვევაა ) და ორგაზმის განცდის უფრო მაღალი მაჩვენებელი.

რა გავლენას ახდენს ქალის კოიტალური ვოკალიზაცია მამაკაცზე ?

როდესაც ქალი გამოსცემს ხმას ,მამაკაცისთვის ეს არის სიგნალი რომ ის ,,ყველაფერს კარგად აკეთებს ‘’ რაც რეალურად შესაძლოა სულაც არ იყოს ასე, მაგრამ ტვინს ეს სიგნალი ჰყოფნის . ამ მეთოდით ქალები ხშირად აჩქარებენ ეაკულაციის პროცესს , განსაკუთრებით მაშინ , როდესაც პროცესი მათში იწვევს დისკომფორტს , ტკივილს ან უბრალოდ მომაბეზრებელია . ამ მეთოდს გამოიყენებენ მაშინაც , როდესაც სურთ როგორც საკუთარი , ასევე პარტნიორის თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის შენარჩუნება და/ან ამაღლება .

კოიტალური ვოკალიზაცია ასევე დაკავშირებულია ორგაზმის განცდასთან , თუმცა ქალები ხშირად მიმართავენ ე.წ fake orgasm -ს , რომელსაც ასევე თავისი მიზეზები აქვს . გასათვალისწინებელია ისიც რომ , კაცებს განსაკუთრებით აღაგზნებთ ქალის დაბალი ტემბრი, ჩურჩული . ამიტომ , კოიტალური ვოკალიზაცია ერთ-ერთი კარგი ,,ხრიკია’’ დადებითი და სასურველი შედეგის მისაღებად, სექსუალური ურთიერთობისას . ამ პრინციპზეა აგებული პორნო(და არა მარტო ) ვიდეოების ერთ-ერთი ჟანრი – ,,ASMR ‘’ .

წყარო : Sex education / სექსუალური განათლება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *