განმანათლებელი

როდის თხოვდები?!

სხვა არცერთი საკითხის ირგვლივ არ არის კითხვის ფორმულირება ისე შესამჩნევად ცვალებადი,როგორც დაოჯახების შესახებ ინტერესის გამოხატვისას,ძირითადად ეს ცვლილება ასე ჟღერს – ოცდახუთწლამდე : „რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?“ და ოცდაათს მიტანებულ ქალებთან : „შენ კიდევ არ გათხოვილხარ? “ თითქოს უწყინარი ღიმილით დასმული ეს კითხვა ყველაზე თვალსაჩინოდ წარმოადგენს ქალის განივთების ,როგორც „პატრონს ჩასაბარებელი“ობიექტის შესაძლებლობას ჩვენს ყოველდღიურობაში.

საზოგადოებრივი სტანდარტები ორ ძირითად ეტაპად ყოფს ქალის ცხოვრებას : 1- ის,როგორც უუფლებო ( ვიდრე მამაკაცი) ცოლის ამპლუაში : „კაცია და უნდა აიტანო,“ „ერთხელ გაიარა და ეპატიება ,“ „ქალს ასეთი ქცევა არ შეეფერება,“ „რა დააშავე რომ დაგარტყა? ალბათ გამოიწვიე..“ „თუ ყველაფერს სწორად აკეთებ რატომ გიღალატა? “ „ შვილების გამო უნდა აიტანო,ოჯახს ხომ არ დაანგრევ ხალხი რას იფიქრებს ! “ „განათხოვარს არავინ შემოგხედავს სერიოზულად!“ ეს ფრაზები ერთხელ მაინც ყველას მოგვისმენია ნებისმიერი ასაკის ან სქესის ადამიანისგან,ასე ცალსახად ქალის დაკნინება იწვევს მათში დაუცველობის განცდას,უფრო მეტიც მათ სჯერათ, რომ ეს ნორმაა ,აგრძელებენ თანაცხოვრებას ძალადობაში შიშით,სირცხვილით და ხშირად ეს მათი სიცოცხლის ხელყოფითაც სრულდება…

მეორე ეტაპი ეს არის ქალი ,როგორც გასათხოვარი ობიექტი: „იმ ასაკში აღარ ხარ ასეთი სტანდარტებით არჩევდე კაცებს,“ შვილის გაჩენა ისეთი ემოციაა უნდა გამოცადო,“ „მანამ გათხოვდი სანამ სასურველი ხარ თორემ დარჩი შინაბერა,“ „შვილებს ახალგაზრდა დედა სჭირდებათ“.. ასეთი მიდგომები გაუცნობიერებლად იწვევენ ქალებში არასაკმარისობის განცდას,არასრულფასოვნების კომპლექსს და ხელს უწყობს მათი როგორც სექსუალური ობიექტის წარმოჩენას,მიუხედავად იმისა,რომ ბევრი ქალისთვის პრიორიტეტი კარიერული წინსვლაა და შრომისთვის თავს არ ზოგავენ,საზოგადოება მათ თავს აგრძნობინებს შეუმდგარ პიროვნებად,რომელმაც მთავარი დანიშნულება გამრავლება და დიასახლისობა დროულად ვერ მოასწრო.. თუ სხვა ქვეყნებში ადამიანები ორიენტირებულნი არიან ცხოვრებით ტკბობისკენ,ერთობიან,მოგზაურობენ ,პროდუქტიულად იყენებ ახალგაზრდულ შემართებას უზრუნველყოფილი სიბერისთვის და რაციონალური გადაწყვეტილებით ქმნიან გვიან ასაკში ოჯახებს,საქართველოში ეს გასაკვირი რეალობაა…

პიროვნული ნიშან-თვისებების შეძენა სათავეს ღრმა ბავშვობიდან იღებს,მშობლების მიერ შექმნილი ჯანსაღი გარემო ეხმარება მათ რიგი საკითხების მიმართ დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში,ამიტომ თუ გვინდა სწორად იქნას გაგებული გენდერული თანასწორობა,ქალისა და მამაკაცის თანაბარი როლი საოჯახო სისტემაში,არ უნდა ვამყოფოთ ახალი თაობა ინფორმაციულ ვაკუუმში,მივცეთ საკმარისი სექსუალური განათლება,არჩევანის თავისუფლება და ნუ გავამართლებთ გაუნათლებლობას მახინჯი ტრადიციებით,ასე ჩვენი თანაცხოვრება ბევრად უფრო ჰარმონიული და მსუბუქი იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *