გერონტოფილია

გერონტოფილია – არის პედოფილიის საპირისპირო მდგომარეობა , რა დროსაც ადამიანს სექსუალურად იზიდავს ბევრად მასზე უფროსი ასაკის ადამიანი .

,,The love of persons of advanced age’’

1981 წელს სექსოლოგმა ჯონ ფუმმა განმარტა – გერონტოფილია არის ახალგაზრდა ადამიანის მდგომარეობა , რომელიც ეროტო-სექსუალურ ფანტაზიებს უკავშირებს მასზე უფროსი ასაკის ადამიანს, აღსაგზნებად და/ან ორგაზმის მისაღწევად .

კრიტიკული , საკვანძო მომენტი აქ ის არის რომ , გერონტოფილიით დაავადებულ ადამიანებს ორგაზმის მისაღწევად სჭირდებათ უფროსი პარტნიორის წარმოდგენა(ფანტაზია) და/ან მასთან სექსი .ნები – ნაოჭები, მოხრილი დგომა, ჭაღარა თმა …

დამახასიათებელია როგორც მამაკაცებისთვის , ასევე ქალებისთვის .

ახალგაზრდა ქალის სწრაფვა უფროსი ასაკის მამაკაცისკენ, აიხსნება ახალგაზრდებთან სქესობრივი დაუკმაყოფილებლობით – არასაკმარისი ყურადღების, ალერსის ნაკეთობის, ადრეული ეაკულაციის , მეტი სექსუალური მოთხოვნილების და ა.შ , გამო .

რიგ შემთხვევებში გერონტოფილიის მიზეზი შეიძლება იყოს ქალის სადომაზოხისტური მიდრეკილებაც – მოხუცი, უსუსური ადამიანის დაუფლების შესაძლებლობა/სურვილი ან პირიქით, საკუთარი თავის ჩაგდება ხანში შესული, უმწეო მოხუცის ხელში.(სხვადასხვა გრადაციაა ).

ახალგაზრდა მამაკაცების სწრაფვა ასაკოვანი და მოხუცი ქალების მიმართ ხშირად გამოწვეულია მათი დაურწმუნებლობით საკუთარ სექსუალურ შესაძლებლობებში.

რიგ შემთხვევაში , ისინი თვლიან რომ ახალგაზრდა ქალები დაუკმაყოფილებლები , გაუმაძღრები არიან , რადგან ვერ ახერხებენ მათ ,,დაკმაყოფილებას ” რაც საგრძნობლად მცირდება ნაკლები მოთხოვნილების მქონე ასაკოვანი ქალებთან ურთიერთობისას და არცთუ იშვიათად სწორედ ეს ქალი აღმოჩნდება ის ერთადერთი, რომელთანაც მამაკაცი ინარჩუნებს თავდაჯერებულობას .

გერონტოფილია კლასიფიცირებულია როგორც პარაფილია(სხვადასხვა სახის გადახრები სექსუალური ნორმებისგან, გამოხატული ფანტაზიებით ან ქმედებებით) , მაგრამ არ არის შეტანილი დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში.

გერონტოფილიის პრევალენტურობა(სიხშირე) უცნობია.

პატარა კვლევა ჩაატარეს , რომლის მეშვეობითაც პორნო საიტებზე საძიებო ველში ჩაწერილი სიტყვებიდან შექმნეს სტატისტიკა და აღმოჩნდა რომ საძიებო ველში ჩაწერილი სიტყვების საერთო რაოდენობიდან მხოლოდ 0,15% იყო ისეთი სიტყვა ან სიტყვათა შეთანხმება რომლებიც დაკავშირებული იყო გერონტოფილიასთან .

ამით ზუსტი სურათის დანახვა გაგვიჭირდება, თუმცა დაახლოებით როგორი სიხშირე შესაძლოა ჰქონდეს ამ პარაფილიას , ამის დანახვა შესაძლებელია .

გერონტოფილია ხშირი სიმპტომია ისეთ ადამიანებში რომლებზეც ძალადობდნენ პატარა ასაკში, ხოლო ძალადობის განმახორციელებელი იყო ასაკით უფროსი ქალი ან კაცი.(დედა, მამა, ბიძა, მეზობელი , ნათესავი.. ან სრულიად უცხო ადამიანი) .

ამავე თემაზე გადაღებულია ფილმი: Gerontophilia და Young & Beautiful

წყარო : Sex education / სექსუალური განათლება