საშვილოსნოს ყელი ერთგვარ ხიდს წარმოადგენს ვაგინასა და საშვილოსნოს შორის ,რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ქალის რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონირებაში .
ოდნავ გადავუხვიოთ მთავარ საკითხს და ვთქვათ – რით განსხვავდება ნორმალური უჯრედი სიმსივნური უჯრედისგან ?
ნორმალური უჯრედი სიმსივნური უჯრედისგან განსხვავდება გამრავლების (პროლიფერაციის ) ხარისხით .
ორგანიზმში არსებული ე.წ ნორმალური უჯრედები მრავლდებიან ჯეროვნად , ხოლო სიმსივნური უჯრედები უკონტროლოდ/არაჯეროვნად , რაც ნიშნავს იმას რომ არ ემორჩილებიან ორგანიზმის ნორმალურ ბიოლოგიურ საათს .
საშვილოსნოს ყელის სიმსივნეზე ვსაუბრობთ მაშინ, როდესაც საშვილოსნოს ყელის უჯრედები იწყებენ არანორმალურ, უკონტროლო ზრდას/გამრავლებას .
საშვილოსნოს ყელის სიმსივნის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადამიანის პაპილომა ვირუსი ხდება ხოლმე (HPV) . ამ ვირუსის გავრცელება ძირითადად სქესობრივი გზით(არა მარტო ) ხდება .
არსებობს HPV-ის N რაოდენობით ტიპები, თუმცა საშვილოსნოს ყელის სიმსივნის გამოწვევაზე პასუხისმგებელი HPV 16 ,18 არიან .
არსებობს საშვილოსნოს ყელის სიმსივნეები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული პაპილომა ვირუსთან და ეს რაოდენობა , საერთო მოცულობის 10% შეადგენს .
რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ პაპილომა ვირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის სიმსივნის განვითარება ?
1. საშვილოსნოს ყელის სკრინინგი
2. HPV ვაქცინაცია
3. უსაფრთხო სექსი
საშვილოსნოს ყელის სკრინინგი
სკრინინგის მთავარია მიზანია პრობლემის ადრეული აღმოჩენა და დაავადების განვითარების მინიმიზაცია .
საშვილოსნოს ყელის სკრინინგისთვის მოწოდებულია ორი ტიპის ტესტი : Pap test -ი და HPV Test-ი .
American College of Obstetricians and Gynecologists (ACOG)-ის გაიდლაინი გვეუბნება :
21 წლის ასაკიდან უნდა დაიწყოს ქალმა pap test-ის ჩატარება
30-65 წლის ქალებს შეუძლიათ იხელმძღვანელონ შემდეგი პრინციპით :
Pap test-ი ყოველ 3 წელში ერთხელ
HPV test-ი ყოველ 5 წელში ერთხელ
Pap test-ი და Hpv test-ი 5 წელში ერთხელ (კომბინაცია )
65 წელს გადაცილებულმა ქალებმა, რომლებსაც არ ჰქონიათ არანაირი რისკი საშვილოსნოს ყელის სიმსივნის განვითარების , შეუძლიათ შეწყვიტონ სკრინინგული ტესტების ჩატარება .
HPV ვაქცინაცია
ვაქცინაციას შეუძლია შეამციროს საშვილოსნოს ყელის სიმსივნის განვითარების რისკები .
CDC -ის რეკომენდაციის თანახმად, უმჯობესია რომ 11-12 წლიდან მოხდეს როგორც გოგოების , ასევე ბიჭების ვაქცინაცია (2 დოზა ) .
შეიძლება თუ არა მოგვიანებით, ზრდასრულ ასაკში Hpv-ი ვაქცინის გაკეთება ?
რა თქმა უნდა შეიძლება, თუმცა ვაქცინის გაკეთება და მისი დაგეგმვა უნდა მოხდეს პირადი გინეკოლოგის რეკომენდაციითა და მითითებით .
უსაფრთხო სექსი
უსაფრთხო სექსი გულისხმობს პარტნიორის ჯანმრთელობის შესახებ სრულ სამედიცინო ინფორმაციის ქონასა და ამავდროულად ბარიერული ტიპის კონტრაცეპტივის გამოყენებას .
აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ პრეზერვატივი 100%- ით ვერ გვიცავს ვერც სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან და ვერც მათ შორის პაპილომა ვირუსისგან (skin to skin transmission ), მაგრამ მას შეუძლია გარკვეულწილად შეამციროს ვირუსის გავრცელების რისკები და მასშტაბები .
შევაჯამოთ : სკრინინგი , ვაქცინაცია და ადამიანის რაციონალური ქცევა (მიმართული უსაფრთხოებისკენ ) ამცირებს კონკრეტული პრობლემის განვითარების რისკებს, რაც ზრდის ჩვენი ცხოვრების ხარისხსა და სიცოცხლის ხანგრძლივობას .