ქალის გენიტალიები იყოფა 2 ნაწილად: შიდა (ვაგინა , საშვილოსნოს ყელი , ფალოპის(ფალოპიუსი ) მილები , საკვერცხე(წყვილი) და საშვილოსნო) და გარეთა სასქესო ორგანოებად (ვულვა , კლიტორის თავი(ჩუჩით) , დიდი და მცირე ბაგეები , ე.წ საქალწულე აპკი (ჰიმენი) .
ამ პოსტში საუბარი გვექნება კლიტორზე , მის ფუნქციაზე და იმაზე თუ როგორ უნდა მოვახდინოთ კლიტორის ქსოვილის სტიმულირება .
კლიტორი ითვლება პენისის რუდიმენტად , უხეშად რომ ავხსნათ ის განუვითარებელი პენისია .
კლიტორს აქვს თავი (Glans ) და ორი ფეხი .
ჩვენ რასაც ვხედავთ და კლიტორს ვუწოდებთ ხოლმე , ეს კლიტორის თავია , სინამდვილეში კლიტორი გაცილებით დიდი და კომპლექსური ორგანოა .
მისი ფეხები განტოტვილია ვაგინის კედლებში . შესაბამისად , ინტრავაგინალური ფრიქციების დროს , პენისის ზეწოლით ხდება კლიტორის ფეხების გაღიზიანებაც , ანუ იმ ნერვული დაბოლოებების გაღიზიანება , რომლებიც ლოკალიზებული არიან კლიტორის ფეხებში .
კლიტორის აგებულება განსხვავებულია სხვადასხვა ქალის შემთხვევაში და არ არსებობს რაიმე კონკრეტული სტანდარტი თუ რა ზომის , რა ფორმის, რა ფერის უნდა იყოს იგი .
ზოგჯერ კლიტორის თავი პატარა ზომისაა, ზოგჯერ უფრო დიდი , არის შემთხვევები როდესაც კლიტორის თავი დაფარულია ჩუჩით (აი ისეთივე ჩუჩა პენის რომ აქვს , უბრალოდ პატარა ზომის) რაც (ძალიან იშვიათად ) ხდება ქალისთვის კლიტორული სტიმულაციის დროს მიღებული სიამოვნების , დაქვეითების მიზეზი .
ზოგჯერ ფიქრობენ, რომ რაც უფრო დიდია კლიტორის თავი მით უფრო მარტივად განიცდის ქალი ორგაზმს , ან სექსუალურ სიამოვნებას .
ეს მოსაზრება მცდარია , არანაირი კავშირი კლიტორის თავის ზომებსა და ორგაზმის განცდის სიმარტივეს შორის არ არსებობს .
ახლა ვისაუბროთ იმაზე , თუ რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ კლიტორის სტიმულირების დროს .
არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ კლიტორზე (განსაკუთრებით მის თავზე ) არსებობს 8 ათასამდე ნერვული დაბოლოება .
ეს ინფორმაცია გვაფიქრებინებს, რომ ის ძალზედ მგრძნობიარე უნდა იყოს სტიმულაციის მიმართ , მაგრამ განა ყველა ქალის შემთხვევაში ერთნაირად მგრძნობიარე იქნება , ერთნაირი სტიმულაციის მიმართ ?
რა თქმა უნდა არა , კლიტორი , საკმაოდ ,,პრეტენზიული “ ეროგენული ზონაა , რადგან სექსუალური სტიმულაციის დროს სხვადასხვა ქალი , სხვადასხვა ტიპის სტიმულირებას საჭიროებს .
რა იგულისხმება ამაში ?
ზოგიერთ ქალს სიამოვნებს კლიტორზე მთლიანად რიტმული შეხება , ზოგიერთ ქალს სიამოვნებს კლიტორზე ნელი შეხება , ზოგიერთ ქალს ძლიერი ზეწოლითა და სისწრაფით სტიმულირება ანიჭებს სიამოვნების განცდას და ა.შ
კლიტორს სჭირდება სტიმულაციის ადგილის , სიძლიერის , სიხშირის ცვლა , რადგან მისი კონკრეტული უბანი , ხანგრძლივი სტიმულაციის დროს , არააგზნებადი ხდება .(ნაკლებ მგრძნობიარე ) .
რას გვაძლევს ეს ინფორმაცია ?
ეს ინფორმაცია გვეუბნება, რომ ყველა ქალი არის ინდივიდუალური და ყველა ქალს უნდა მივუდგეთ განსხვავებულად , ის რაც ერთთან მუშაობს, მეორესთან შესაძლოა არანაირ სასიამოვნო შეგრძნებას არ იწვევდეს .
რატომ ვამბობთ ხოლმე – ,,შეისწავლე საკუთარი სხეული”
და რატომ ვამბობთ ხოლმე, რომ მასტურბაცია ამის საუკეთესო საშუალებაა?
იმიტომ რომ , საკუთარი სხეულის შესწავლა გეხმარება , იცოდე რა მოგწონს, რა გსიამოვნებს, როგორ გსიამოვნებს და ეხმარება შენ პარტნიორს , იპოვოს ის წერტილები , რაც შენთვის იქნება სიამოვნების მომგვრელი (შენი დახმარებით ან შენს გარეშე ) .