განმანათლებელი

საშვილოსნოს-ყელი-და-სექს

საშვილოსნოს ყელი ერთგვარ ხიდს წარმოადგენს ვაგინასა და საშვილოსნოს შორის ,რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ქალის რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონირებაში .

ოდნავ გადავუხვიოთ მთავარ საკითხს და ვთქვათ – რით განსხვავდება ნორმალური უჯრედი სიმსივნური უჯრედისგან ?

ნორმალური უჯრედი სიმსივნური უჯრედისგან განსხვავდება გამრავლების (პროლიფერაციის ) ხარისხით .

ორგანიზმში არსებული ე.წ ნორმალური უჯრედები მრავლდებიან ჯეროვნად , ხოლო სიმსივნური უჯრედები უკონტროლოდ/არაჯეროვნად , რაც ნიშნავს იმას რომ არ ემორჩილებიან ორგანიზმის ნორმალურ ბიოლოგიურ საათს .

საშვილოსნოს ყელის სიმსივნეზე ვსაუბრობთ მაშინ, როდესაც საშვილოსნოს ყელის უჯრედები იწყებენ არანორმალურ, უკონტროლო ზრდას/გამრავლებას .

საშვილოსნოს ყელის სიმსივნის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადამიანის პაპილომა ვირუსი ხდება ხოლმე (HPV) . ამ ვირუსის გავრცელება ძირითადად სქესობრივი გზით(არა მარტო ) ხდება .

არსებობს HPV-ის N რაოდენობით ტიპები, თუმცა საშვილოსნოს ყელის სიმსივნის გამოწვევაზე პასუხისმგებელი HPV 16 ,18 არიან .

არსებობს საშვილოსნოს ყელის სიმსივნეები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული პაპილომა ვირუსთან და ეს რაოდენობა , საერთო მოცულობის 10% შეადგენს .

რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ პაპილომა ვირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის სიმსივნის განვითარება ?

1. საშვილოსნოს ყელის სკრინინგი

2. HPV ვაქცინაცია

3. უსაფრთხო სექსი

საშვილოსნოს ყელის სკრინინგი

სკრინინგის მთავარია მიზანია პრობლემის ადრეული აღმოჩენა და დაავადების განვითარების მინიმიზაცია .

საშვილოსნოს ყელის სკრინინგისთვის მოწოდებულია ორი ტიპის ტესტი : Pap test -ი და HPV Test-ი .

American College of Obstetricians and Gynecologists (ACOG)-ის გაიდლაინი გვეუბნება :

21 წლის ასაკიდან უნდა დაიწყოს ქალმა pap test-ის ჩატარება

30-65 წლის ქალებს შეუძლიათ იხელმძღვანელონ შემდეგი პრინციპით :

Pap test-ი ყოველ 3 წელში ერთხელ

HPV test-ი ყოველ 5 წელში ერთხელ

Pap test-ი და Hpv test-ი 5 წელში ერთხელ (კომბინაცია )

65 წელს გადაცილებულმა ქალებმა, რომლებსაც არ ჰქონიათ არანაირი რისკი საშვილოსნოს ყელის სიმსივნის განვითარების , შეუძლიათ შეწყვიტონ სკრინინგული ტესტების ჩატარება .

HPV ვაქცინაცია

ვაქცინაციას შეუძლია შეამციროს საშვილოსნოს ყელის სიმსივნის განვითარების რისკები .

CDC -ის რეკომენდაციის თანახმად, უმჯობესია რომ 11-12 წლიდან მოხდეს როგორც გოგოების , ასევე ბიჭების ვაქცინაცია (2 დოზა ) .

შეიძლება თუ არა მოგვიანებით, ზრდასრულ ასაკში Hpv-ი ვაქცინის გაკეთება ?

რა თქმა უნდა შეიძლება, თუმცა ვაქცინის გაკეთება და მისი დაგეგმვა უნდა მოხდეს პირადი გინეკოლოგის რეკომენდაციითა და მითითებით .

უსაფრთხო სექსი

უსაფრთხო სექსი გულისხმობს პარტნიორის ჯანმრთელობის შესახებ სრულ სამედიცინო ინფორმაციის ქონასა და ამავდროულად ბარიერული ტიპის კონტრაცეპტივის გამოყენებას .

აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ პრეზერვატივი 100%- ით ვერ გვიცავს ვერც სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან და ვერც მათ შორის პაპილომა ვირუსისგან (skin to skin transmission ), მაგრამ მას შეუძლია გარკვეულწილად შეამციროს ვირუსის გავრცელების რისკები და მასშტაბები .

შევაჯამოთ : სკრინინგი , ვაქცინაცია და ადამიანის რაციონალური ქცევა (მიმართული უსაფრთხოებისკენ ) ამცირებს კონკრეტული პრობლემის განვითარების რისკებს, რაც ზრდის ჩვენი ცხოვრების ხარისხსა და სიცოცხლის ხანგრძლივობას .

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *