განმანათლებელი

სექსუალური სურვილები

თითოეული ადამიანის სექსუალური მოთხოვნილება და მათ შორის ინტენსივობა ძალიან განსხვავებული და ინდივიდუალურია , თუმცა ეს განსხვავება უფრო მკაფიო ხდება როდესაც ჩვენ საკითხს გენდერულ ჭრილში განვიხილავთ . სხვადასხვა მეცნიერებს , განსხვავებული აზრი აქვთ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით . არიან მეცნიერები , რომლებიც თვლიან რომ მამაკაცის სექსუალური მოთხოვნილება და ინტერესი უფრო ძლიერია , შედარებით ქალისგან . ისინი ამბობენ , რომ მამაკაცის სექსუალური მოთხოვნილება დაკავშირებულია ჰორმონებთან , კონკრეტულად კი ჰორმონ ანდროგენთან . ქალთა სექსუალური ინტერესი კი სხვადასხვა ფაქტორთა ერთობლიობაზე უფრო რეაგირებს(ემოციური ) , ვიდრე ცალკე იზოლირებულად ჰორმონზე, თუმცა ჰორმონების ეფექტის გამორიცხვა რა თქმა უნდა არც აქ ხდება .

ისინი ამბობენ რომ , მრავალსაუკუნოვანმა სტერეოტიპულმა აზროვნებამ ქალში გააძლიერა შემაკავებელი ფაქტორები , კაცში კი ნაკლებად . მაგ. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში , ქალთა უმრავლესობა ამაყობდა იმით, რომ სექსუალური აქტივობა მის ინტერესში საერთოდ არ იყო(თავშეკავებული ქალის ეტალონი ) , ოცდამეერთე საუკუნეში კი ეს შეხედულება შეიცვალა და ქალი მეტად აქტიური გახდა . მიუხედავად იმისა რომ , დღეს ქალები ბევრად უფრო გახსნილები არიან სექსი მიმართ , კაცებთან შედარებით, მათ მაინც ნაკლები ინტენსივობის მოთხოვნილება აქვთ და იმპულსური აგზნებაც ნაკლებად არის მათში გამოხატული . ქალის სექსუალური ინტერესი უფრო მრავალფეროვანია . კაცის სექსუალური ინტერესები კი უფრო სწორხაზოვანი და თითქოს ავტომატურიც კი . Baumeister -ის კვლევებით , ნაჩვენებია რომ მამაკაცები უფრო ხშირად ფიქრობენ სექსზე, უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სექსუალური აქტივობის სიხშირეს.

ასევე მის კვლევაში შედარებული იყო გეი და ლესბოსელი ქალების სექსუალური აქტივობის მიმართ ინტერესისა და სიხშირის მაჩვენებლები , სადაც გამოჩნდა რომ გეი მამაკაცებში სექსუალური მოთხოვნილების მიმართ ინტერესი და სურვილი უფრო მაღალია, ვიდრე ლესბოსელ ქალებში . ასევე იყო კვლევა , რომელიც სწავლობდა გეი , ლესბოსელი და ჰეტეროსექსუალი წყვილების სექსუალურ აქტივობის სიხშირეს . აღმოჩნდა რომ , ლესბოსელ წყვილებში ყველაზე დაბალი სექსუალური აქტივობა შეინიშნებოდა . ეს კი ახსნეს იმით, რომ ქალებს შედარებით დაბალი სექსუალური მოთხოვნილებები აქვთ . 2001 წელს , ჩატარდა კვლევა რომლის დასკვნაშიც ეწერა შემდეგი : მამაკაცები ქალებთან შედარებით მეტს ფიქრობენ, ოცნებობენ აქტის ჩატარებაზე , სხვადასხვა პარტნიორის ყოლაზე ,უფრო ხშირად მასტურბირებენ (ეს ჩვენ ჯგუფში ჩატარებულ გამოკითხვაშიც გამოჩნდა , ქალები -2.1- ჯერ კვირაში , კაცები 3.7- ჯერ კვირაში ) , იშვიათად ამბობენ სექსუალურ ურთიერთობაზე უარს და ხშირად რისკავენ ჯანმრთელობითაც კი . არიან მეცნიერთა ჯგუფი, რომლებიც ბუნებრივი გადარჩევის თეორიით ხსნიან ამ მოვლენას: მამაკაცს აქვს შინაგანი მოტივაცია , გადასცეს გენეტიკური კოდი შთამომავლობას , ამ მიზნის მისაღწევად კი მამაკაცი უნდა იგზნებოდეს მარტივად , სწრაფად , შესაძლოა ექსტრემალურ სიტუაციაშიც კი , რომ დატოვოს თავისი ბიოლოგიური მასალა რაც შეიძლება ბევრ პოტენციურ კვერცხუჯრედთან .

ქალს კი შეუძლია , შეარჩიოს საუკეთესო პარტნიორი ,,გამნაყოფიერებელი ‘’ და არ არის აუცილებელი მისი სპონტანური აგზნებადობა და მზაობა ამ პროცესის მიმართ .

იგივე მეცნიერები ამბობენ , რომ ქალის სექსუალური გააქტიურება, განსაკუთრებით ურთიერთობის საწყის ეტაპზე ნამდვილად შესაძლოა აღინიშნოს, მაგრამ სვავენ კითხვას , რის ხარჯზე ? ისინი არ გამორიცხავენ , სპონტანური მოთხოვნილებების ფაქტორს, მაგრამ ასევე ამბობენ , რომ ქალის მოთხოვნილებების გაჩენაში დიდ როლს თამაშობს , ემოციური სიახლეები , იმის განცდა რომ ის სასურველია , რომ ის აღაგზნებს პარტნიორს და ანიჭებს სექსუალურ სიამოვნებას . ხოლო რაც დრო გადის , ეს ემოციები თანდათან ცხრება და ქალი მამაკაცის, პარტნიორის თავსმოხვეულ ტემპზე და რეჟიმზე გადადის .(განსაკუთრებით სწრაფად იკლებს ქალის სპონტანური აგზნების მაჩვენებელი , თუ ქალი ვერ იგზნება, ვერ აღწევს ორგაზმს , არ სიამოვნებს პროცესი ) . კლინიკური დაკვირვებაც გვიჩვენებს , რომ მამაკაცებში სპონტანური მოთხოვნილება უფრო ძლიერია , ნაკლებად ექვემდებარება კონტექსტუალურსოტუაციურ ფაქტორებს . ქალის შემთხვევაში კი სპონტანური მოთხოვნილებები უფრო ნაკლები ინტენსივობისაა და ადვილად ექვემდებარება სოციოკონტექსტუალურ ფაქტორებს .

ამ საკითხზე , მეცნიერების აზრი საბოლოოდ შეთანხმებული არ არის, თუმცა არსებული კლინიკური თუ სამეცნიერო ნაშრომები ამბობენ , რომ მამაკაცის სექსუალური მოთხოვნილება არის უფრო ინტენსიური , შედარებით ქალებთან .

წყარო : Sex education / სექსუალური განათლება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *