Acqua Croccante მარწყვი

69,00

ბატიბუტის და ბურბუშელას ჭამა რამდენად გიყვარს? არ არსებობს ადამიანი ვისაც ეს არ უყვარს, რადგან ხრაშუნით ტვინი დოპამინს იღებს. ახლა წარმოიდგინე ეს ხრაშუნი რომ ავიღოთ და სასიამოვნო, დამატენიანებელი კრემის სახით პირდაპირ შენს კანზე რომ გადმოვიტანოთ რამდენიმე სასიამოვნო წამით. კარგად აანჯღრიე გამოყენების წინ და როცა გადმოასხავ, შუშხუნა ქაფის ფორმა ექნება რომელიც გემრიელად იხრაშუნებს შენს კანზე და შემდეგ, სულ რამდენიმე წამში, გადაიქცევა დამატენიანებელ კრემად. ძალიან საინტერესო პროცესია საყურებლად და შესაგრძნებად. ასევე არის საინტერესო და გემრიელი სურპრიზი შენი პარტნიორისთვის პრელუდიისას!

ამ კონკრეტულ შემთხვევაში შენ უყურებ აქუა კროკანტეს ყველასათვის ცნობილი და გემრიელი მარწყვის არომატით.

მარაგშია

ჩაიჯიბე 207 ორგაზმ ქულა | Earn 207 Orgasm points
აღწერა

აქუა კროკანტე არის ბევრად მეტი ვიდრე უბრალოდ კრემი. თავიდან ის გადმოდის ქაფის სახით, რომელიც კანთან და ჰაერთან კონტაქტისას გარდაიქმნება კრემად. ეს გარდაქმნის პროცესი კანზე იგრძნობა როგორც შუშხუნა და უაღრესად სასიამოვნო. შემდეგ კი გადაინაწილებ კანტზე და მთელი დღის მანძილზე მის დამატენიანებელ ეფექტთან ერთად თან გაგყვება მისი საუცხოო სურნელი. არ არის წებოვანი და შეიწოვება კვალის დატოვების გარეშე. არ საჭიროებს ჩამობანას.
ასევე იდეალურია პრელუდიისას: აქუა კროკანტე დაგეხმარება მარტივად და სასიამოვნოდ გააოცო შენი პარტნიორი ისე რომ მშვენიერი პრელუდია გამოვიდეს და ინტიმურ აქტს ღრმად სასიამოვნო სურნელიც შეემატოს. წასმის შემდეგ შეგიძლია სხეულის ალოკვასაც არ მოერიდო – აქუა კროკანტე უსაფრთხოა პირისთვის.
მოცულობით არის 150 მილიგრამი.

ph ინტერვალი: 3.0-10.0

ინგრედიენტები (თარგმანის გარეშე):

BUTANE, AQUA, ALCOHOL DENAT, PROPANE, CYCLOPENTASILOXANE, ISOBUTANE, CYCLOHEXASILOXANE, PROPYLHEPTYL CAPRYLATE, STEARETH-21, PARFUM, GLYCERIN, HYDROXYETHYLCELLULOSE, PPG-15 STEARYL ETHER, IMIDAZOLIDINYL UREA, PROPYLENE GLYCOL, LECITHIN, NELUMBIUM SPECIOSUM FLOWER EXTRACT.

მიტანა და ანომიმურობა
არტიკული: 21371 კატეგორია: , , , ჭდე: ,