What am I 19,00
უკან გაწუილება
წინსაფრები Original price was: 35,00₾.Current price is: 30,00₾.

ამოღერღე

29,00

შენ ახლა უყურებ კიკუს მიერ შექმნილ პირველ სამაგიდო თამაშს, რომელიც შეგიძლია ითამაშო როგორც პარტნიორთან, ისე მეგობრების წრეში. არის იდეალური “Ice breaker”, აი მაგალითად თუ რაღაც უხერხულობაა სასტავში და ვიღაცეები ბოლომდე გახსნილად ვერ გრძნობენ თავს, პირდაპირ წამალია მაგაზე. ვქმნიდით და ვხვეწავდით დიდი ხნის მანძილზე, კითხვების ვარიანტებს კალმებით ვწერდით ქაღალდებზე როცა კარტები არ გვქონდა და ვტესტავდით სულ სხვადასხვა სტილის სამეგობროებში, როგორც გოგო-ბიჭებში ისე მარტო გოგოების ან მარტო ბიჭების პონტშიც. საბოლოოდ, სიამაყით ვამბობთ რომ ბევრმა ოფლმა და წვალებამ შედეგი გამოიღო და მართლა კაი რაღაც შევემქნით, რის გატესტვასაც ნამდვილად არ ინანებ.

მარაგშია

ჩაიჯიბე 87 ორგაზმ ქულა | Earn 87 Orgasm points
აღწერა

“ამოღერღე” არის კიკუს წარმოებული პირველი თამაში!
შექმნილია და დამზადებულია საქართველოში. ალბათ ახლა ფიქრობ რომ რაღაც ზე-გარყვნილება მოვიგონეთ და მაქსიმუმ ყველაზე აღვირახსნილ პარტნიორთან თუ ითამაშებ სადმე, მაგრამ ამჯერად იმედებს რაღაც პონტში გიცრუებთ.

საკმაოდ მარტივი თამაშია, რომელიც შეგიძლია ითამაშო ნებისმიერი სტილის სამეგობრო წრეში, 2-დან 8 ადამიანამდე (8 ადამიანზე მეტიც შეიძლება მაგრამ მერე ძაან ყაყანი მიდის ხოლმე ჩვენი გამოცდილებით). წესები მარტივია: დასტას დაყოფ პირობითად 5 ნაწილად და დადებ მაგიდაზე ისე რომ კითხვები არ ჩანდეს. შემდეგ, რიგის მიხედვით, სასურველი დასტიდან მოთამაშე იღებს კითხვას, ხმამაღლა კითხულობს და სცემს პასუხს.

100 კარტია სულ. არც ერთი კითხვა ნეგატიურად ფორმულირებული არ არის და რაღაც დრამებისა თუ ტრაგედიების გახსენებისკენ მოთამაშეს არ წაიყვანს. პირიქით, პოზიტივი და ღადაობაა მთელი ფოკუსი. კითხვების ძირითადი ნაწილი არის ისეთ თემებზე საუბრის მაპროვოცირებელი, რაზე ლაპარაკიც თქვენით ალბათ მთელი ცხოვრება არ მოგაფიქრდებოდათ მაგრამ პროცესში ხვდებით რომ მაგარი საინტერესო და მუღამის მომცემია. შესაბამისად, თუ ვიღაცამ რაღაც ისეთი კითხვა ამოუვიდა, რაზე პასუხიც ბუნებრივად შენც მოგინდა, შეგიძლია რომ შენც უპასუხო.

ჩვენი თემა მაინც სექსია და რათქმაუნდა სექს კითხვებიც არ გამოგვრჩენია. სექს კარტები ზოგადად ბევრი გვაქვს და კიდეც გვექნება, მაგრამ ამ შემთხვევაში შორს არ მივდივართ და პარტნიორების რაოდენობაზე კითხვა არის ალბათ ყველაზე სენსიტიური, რაც კი შეიძლება ამოგივიდეს. მაინც უხერხული მომენტის თავიდან ასარიდებლად ყველას აქვს უფლება რომ 1 კითხვა ჩააგდოს. ოღონდ კითხვაზე პასუხის არ-გაცემის შემთხვევაში ეგ კითხვა თამაშიდან არ გადის, დასტაში ბრუნდება – ანუ ვიღაცას მაინც უეჭველი მოუწევს პასუხის გაცემა.

თუ ვინმე ერთზე მეტჯერ აარიდებს თავს კითხვაზე პასუხის გაცემას, მაშინ ამოქმედდება სასჯელი. ეს სასჯელი რა იქნება – მაგას თავად იფიქრებთ თამაშის დასაწყისში. შეიძლება იყოს დალევა, ან ბუქნები, ან ნებისმიერი სხვა რამე რასაც სიტუაციურად მოიფიქრებთ.

მიტანა და ანომიმურობა
არტიკული: კიკუს კარტი კატეგორია: , ჭდე: , ,