AQUAglide სენსიტივი 125 მლ

64,00

აქუაგლაიდი არის გერმანიაში წარმოებული სამედიცინო ლუბრიკანტი, რომლის სულ რამდენიმე წვეთიც საკმარისია ხანგრძლივი ლუბრიკაციისთვის სექსის ან მასტურბაციის დროს.

კონკრეტულად აქუაგლაიდ სენსიტივი უზრუნველყოფს მგრძნობელობის მცირე მატებას როგორც ვაგინაში, ისე ყლის თავზე. ერთი სიტყვით, ცოტა უფრო ძლიერ ორგაზმს და შეგრძნებების ბუსტერს თუ ეძებ, აქუაგლაიდ სენსიტივის სახით ამ წამს იპოვე.

მარაგშია

ჩაიჯიბე 192 ორგაზმ ქულა | Earn 192 Orgasm points
აღწერა

აქუაგლაიდ სენსიტივი ხელს უწყობს ნერვული დაბოლოებების გააქტიურებას. მოქმედებს როგორც ვაგინაში, ისე პენისის თავზე, რაც საბოლოო ჯამში სექსის დროს უზრუნველყოფს უკეთეს შეგრძნებებს ორივე მხარისთვის და შედარებით უფრო ინტენსიურ ორგაზმის განცდას. ისეთი ძლიერი არ არის როგორიც კლიტორისექსის მასტიმულირებელი გელია (ბოლო-ბოლო ლუბრიკანტი სხვაა, სტიმულატორი გელი – სხვა), მაგრამ ხუთჯერ მეტია მოცულობაში და თავისას შვრება. აქვს სატუმბი თავი, რომელსაც ხელს დააჭერ და ეგრე გადმოდის მცირე ოდენობით. ბევრი რომც მოგივიდეს არაფერია, უბრალოდ ესეთი შეფუთვები ჩვეულებრივებს ჯობია იმიტომ რომ შემთხვევით არ გადმოგივა ბევრი და არ დაგექცევა.

აქუაგლაიდი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავრცელებული ლუბრიკანტი ევროპის ბაზარზე ბოლო 20 წლის მანძილზე, ყავს მილიონობით კმაყოფილი კლიენტი და ყოველ წელს ხსნის გაყიდვების ახალ რეკორდს.

დერმატოლოგიური ტესტების საფუძველზე დამტკიცებულია რომ ლუბრიკანტი არ იწვევს კანის გაღიზიანებას. არის პრეზერვატივთან შეთავსებადიც. პირში რომ მოგხვდეს და გადაგეყლაპოს, არც ეგაა პრობლემა.

გამოყენება:

უბრალოდ წაისვი რამდენიც გინდა შენს ვაგინაზე, პენისზე, ან თუ სათამაშოს იყენებ მაშინ წაუსვი სათამაშოს და შეუბერე შენს გემოზე. სათამაშოსთან ერთად გამოყენება ყველა ვარიანტში აიცულებელია – კაცი თუ ხარ მშრალ ვაგინას ვერ შეუდებ, უნდა დაასველო. ქალი თუ ხარ კიდე ფიზიკურად ისე ვერ დასველდები რომ ხელოვნური პენისი უპრობლემოდ შეიდო, ყველა ვარიანტში გჭირდება ლუბრიკაცია.

აქუაგლაიდი ძალიან მარტივად შეგიძლია ჩამოიბანო წყლით, ან მოიწმინდო სველი ხელსახოცით. საწოლზე დაწვეთების შემთხვევაშიც მარტივად გაწმინდავ იგივე ხელსახოცით ან ყოველდღიური საწმენდი საშუალებებით.

ინგრედიენტები (თარგმანის გარეშე):

Aqua, Propylene Glycol, Sodium Lactate, Pentylene Glycol, 1,2 Hexanediol, Hydroxyethylcellulose,
Lactic Acid, Pullulan, Levulinic Acid, Vegetable Glycerin, Sodium Levulinate, Sodium Hyaluronate

მიტანა და ანომიმურობა