BigErection სავკები დანამატი ერექციისთვის

69,00

BigErection საკვები დანამატი განკუთვნილია კაცებისთვის. ეს დანამატი აუმჯობესებს ერექციას, ზრდის ლიბიდოს და ხელს უწყობს ტესტოსტერონის გამოყოფას.

მიღება ხდება დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ. შეფუთვაში არის 60 კაფსულა, რაც არის 30 დღის დოზა. პროდუქტის ინგრედიენტების, თითოეული საკვანძო ინგრედიენტის ფუნქციის, ეფექტურობის სტატისტიკის, გამოყენების წესისა თუ ზოგადად საკვები დანამატის ფუნქციის გასაგებად იხილე სრული აღწერა.

მარაგშია

ჩაიჯიბე 207 ორგაზმ ქულა | Earn 207 Orgasm points
აღწერა

BigErection არის საკვები დანამატი რომლის მიღებაც რეკომენდირებულია დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ. ეს არის კაფსულა რომელსაც დალევ და მიაყოლებ წყალს. მისი საკვანძო ინგრედიენტებია L-არგანინი, ამერიკული ჟენშენი, მაკას ფესვი, სარსაპარილა და ტრიბულუსი.

გავნმარტავთ რას იწვევს თითოეული:
1. L-არგანინი იწვევს სისხლის ცირკულაციის გაუმჯობესებას, რაც გეხმარება უფრო ძლიერ და განგრძობადი ერექციების მისაღებაში.
2. ამერიკული ჟენშენის ფესვის ექსტრაქტი მატებს ენერგიის დონეს, ზრდის ლიბიდოს და გამძლეობას.
3. მაკას ფესვის ექსტრაქტი მოქმედებს როგორც ბუნებრივი აფროდიზიაკი, მატებს სექსუალურ დრაივს და ენერგიას.
4. სარსაპარილა ეხმარება ორგანიზმის დეტოქსიფიკაციას და ბუნებრივ სექსუალურ ფუნქციონირებას.
5. ტრიბულუსი ეხმარება ტესტოსტერონის გამოყოფას, რაც მატებს ლიბიდოს და უზრუნველყოფს ძლიერ ერექციას.

საკვები დანამატის მიღების დაწყებიდან რამდენიმე დღეში უკვე შესამშნევ ეფექტს იგრძნობ.

დამზადებულია პოლონეთში.

კვლევების თანახმად მიღების დაწყებიდან 4 კვირაში:
– კაცების 90% აღნიშნავს გაუმჯობესებას ერექციის ხარისხსა და ხანგრძლივობაში;
– 85% ადასტურებს რომ აქვს გაზრდილი ენერგია და სექსუალური გამძლეობა;
– 88% აღნიშნავს ლიბიდოს გაუმჯობესებას და ზოგადად სექსუალური ცხოვრების დონის ამაღლებას.

ოღონდ, ეს კაცები საქართველოში არ იყვნენ. რადგან ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი ზღაპრის გვჯერა და სასწაულების მოლოდინიც გვახასიათებს, ავღნიშნავთ ქვემოთ მოცემულს:

გაითვალისწინე რომ BigErection არ არის წამალი. ეს არის ისეთივე საკვები დანამატი როგორიც ვარჯიშისას არის პროტეინი, კრეატინი და გლუტამინი. თუ ჭარბი წონა გაწუხებს, სვავ, ეწევი და ნორმალურად არ გძინავს, მაშინ იმის ფიქრი რომ BigErection საკვებ დანამატს დალევ და ერექციის თუ სექსუალური ლტოლვის ამბავში ყველაფერი დაგილაგდება არის თავის მოტყუება.

აქვე ზოგადად გავნმარტავთ თუ რა არის საკვები დანამატი: ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორ ჯანსაღადაც არ უნდა ცხოვრობდე და იკვებებოდე, ორგანიზმში ნივთიერებათა იდეალური ბალანსის ქონა შეუძლებელია. რაღაცაზე ნაკლებობა არის ყოველთვის.
მაგალითად ვარჯიშისას თუ კუნთის მასის გაზრდაზე მუშაობ, გჭირდება პროტეინი (ცილა). ხშირად ამ დროს საჭიროა მინიმუმ 150 გრამი პროტეინის მიღება დღეში (წონას გააჩნია, ზოგჯერ მეტიც). ორგანიზმიში მარტო ამ დონის პროტეინის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დღეში 600 გრამი მაქსიმალურად მჭლე ხორცი ან თევზი უნდა მიიღო, რაც ფიზიკურად შეუძლებელია. ამ დეფიციტის ამოსავსებად არსებობს პროტეინის საკვები დანამატი, რომელსაც სვავ და დანაკლისს შესაბამისი დოზით იღებ. თუ არ ვარჯიშობ, ისე პროტეინის სმას აზრი არ აქვს, კუნთს ვერ გაიზრდი.
ზუსტად ანალოგიური პრინციპით ცხიმის წვისთვის არსებობს L-კარნიტინი, ოღონდ თუ არ ვარჯიშობ ტყუილად დალევ.

ნებისმიერი საკვები დანამატი არის დამხმარე გზაზე და არა გზა სასურველის მისაღწევად. შესაბამისად მიხედე თავს და საკვები დანამატიც იზავს თავისას.

ინგრედიენტები სრულად (თარგმანის გარეშე):

L-arginine, gelatine, American Ginseng extract, Maca extract, Sarsaparilla extract, Tribulus Terrestris extract, Black Sativa extract, bulking agent: Cellulose microcrystalline

მაქსიმალური შედეგისთვის რეკომენდირებულია დანამატის პარალელურად ამავე დანიშნულების BigErection გელის წასმა.

შეინახე მშრალ ადგილზე, მოარიდე პირდაპირ მზის შუქს. თითო-თითო კაფსულის მაგივრად ბევრს თუ გადაკრავ ერთდროულად, უკეთეს შედეგს ვერ მიიღებ – მარტო ვიტამინის მიღბეა არაა, დროც უნდა ორგანიზმს რომ აითვისოს. შესაბამისად არ გადააჭარბო დღიურ დოზას. თუ სვავ ანტიკოაგულანტებს ან დიაბეტურ წამლებს, ჯერ შენს ექიმს აჩვენე ანოტაცია სანამ მიღებას დაიწყებ.

About brand
Technical specification INCI Aqua, Glycerin, Pentylene Glycol, Aloe Barbadensis Leaf Juice, Calendula Officinalis Flower Extract, Panax Ginseng Root Extract, Urtica Dioica Leaf Extract, Hydroxyethylcellulose, Polsyrobate 20, Hydroxyacetophenone, Vanillyl Butyl Ether, Sodium Benzoate, Potassium Sorbate, Disodium Phosphate, Sodium Phosphate, Polysorbate 60, Citric Acid, Aroma. Active ingredients Panax Ginseng Root Extract – Supports microcirculation by stimulating the skin and increasing sensitivity, which may result in more intense sensations. Urtica Dioica Leaf Extract (Nettle) – Added to help stimulate natural processes that enhance blood flow and skin vitality. Aloe Barbadensis Leaf Juice (Aloe Vera) – Moisturizes, soothes, and regenerates the skin, ensuring comfort even during intense experiences. Vanillyl Butyl Ether – Provides a gentle warming effect that can heighten sensory perception and intensify pleasure. Manual Apply a thin layer to the external intimate area. Can be used before sexual activity or as part of foreplay. The gel is compatible with condoms and erotic accessories. Avoid contact with eyes. Security note Store in a dry place, away from direct sunlight and out of reach of children. This product is intended for external use only. Avoid contact with eyes. If skin irritation occurs, discontinue use. Before first use, test the product on a small area of skin (e.g., the inside of the forearm).
მიტანა და ანომიმურობა
შეფუთვა ყოვლეთვის ანონიმურია
    • კურიერმა არ იცის რა მოაქვს, თუმცა თავისთავად იცის სადაც მუშაობს.
    • ჩვენს შეფუთვებს არ აქვს არანაირი ლოგო, სტიკერი და ა.შ.
მიწოდება თბილისში

მიტანის სერვისი მუშაობს ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით.
(გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომლის შესახებაც წინასწარ იქნები ინფორმირებული)

14:00 – მდე მიღებული შეკვეთები ბარდება იმავე დღეს, 14:00 -ის შემდეგ მიღებული შეკვეთები ბარდება მეორე დღეს.

შეკვეთების მიწოდება იწყება 14:00 -ის შემდეგ.

შეკვეთის მიწოდებასთან დაკავშირებით კურიერი გიკავშირდება 12:00-14:00 შუალედში და გითანხმდება მიწოდების საათზე.

შეკვეთის მიღებიდან ნახევარ და 1 საათში შეკვეთის მიწოდება არ ხდება.

ცენტრალურ უბნებში და მეტროებთან მიწოდება უფასოა, ან +3, +5 ლარი.
მიწოდების საფასურს ადგენს კურიერი მანძილიდან გამომდინარე.

მიწოდება თბილისის გარეთ

თბილისის გარეთ მიწოდებას უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორი საკურიერო კომპანია (საქართველოს ფოსტით არ ვაგზავნით).

მიწოდება ხდება 3-5 სამუშაო დღის ვადაში (შაბათი და კვირა, ასევე ოფიციალური დასვენების დღეები არ არის სამუშაო დღეები).

ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რომელ დღეს მოგიტანენ ამანათს, ამიტომ დაელოდე კურიერის ზარს.

შეფუთვა არის ანონიმური და კურიერმა არ იცის რა დევს შიგნით.

თბილისის გარეთ მიწოდების საკომისიო არის 5 ლარი.

თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც ბარათით საიტზევე, ასევე ქეშით კურიერთან.