თქვენს წინაშეა პროდუქტი რომელსაც საქართველოში ჯერ კიდევ არ მოუკიდია ფეხი!
ეს არის მენსტრუალური ჭიქა.
იმის მიუხედავად რომ ჩვენს ბაზარზე მენსტრუალური ჭიქა არც თუ ადვილი საშოვნია, ასე თუ ისე ყველამ იცით რისთვისაა.
მენსტრუალური ჭიქები იყოფა ზომებით.
ზუსტი ზომები მოცემულია ერთ-ერთ სურათზე.
ზომების მიხედვით განსხვავებულია ტევადობა.
თუ ბუნებრივი გზით იმშობიარე, მაშინ L ზომა არის საშენო, თუ არადა S.
ქალიშვილი თუ ხარ დაიკიდე, საშენო არაა.
პირველ გამოყენებამდე ჭიქა აუცლებლად ჩადე მდუღარე წყალში 3 წუთით.
შემდეგ მოკეცე და დაიფიქსირე ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები, ჭიქა თავისით გაიშლება და მიიღებს თავის საწყის ფორმას.
3-4 საათის შემდეგ (გააჩნია დენის ინტენსივობას) გამოიღე ჭიქა, გარეცხე კარგად საპნით და ისევ დაიფიქსირე.
გარეცხვის შემდეგ შეგიძლია წყალში გაზავებული ძმარი გადაავლო უკეთესი დეზინფექციისთვის ან ისევ მდუღარე წყალში ჩადო 3 წუთით.
მოკლედ, ბევრი არც იფიქრო.
დაითრიე.
საფენს ნებისმიერ ვარიანტში გირჩევნია!