მკვდარი ზღვის მარილები ვარდის ფურცელი

89,00

თუ სახლში გაქვს ჩასაწოლი აბაზანა ან ჯაკუზი, მაშინ ახლა ისეთ რამეს უყურებ რომ აუცილებლად გამოცადო და შეიგრძნო აბაზანა, როგორც დეტოქსის რიტუალი.
გარდა იმისა რომ მკვდარი ზღვის მარილები ვიზუალურად და არომატულად შეალამაზებენ შენს აბაზანას, ისინი დაგირბილებენ და გაგიჯანსაღებენ კანსაც. ამ მარილების ეფექტის შეგრძნების შემდეგ ის იქცევა შენთვის თავის მოვლის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ♡
ეს მარილები მარტივად იქცევა შენს საყვარელ საჩუქრად როგორც საკუთარი თავისთვის, ისე საყვარელი ადამიანებისთვის.

სრული შემადგენლობა და სხვა დეტალები კი შეგიძლია სრულ აღწერაში იხილო.

მარაგშია

ჩაიჯიბე 267 ორგაზმ ქულა | Earn 267 Orgasm points
აღწერა

შუნგას მკვდარი ზღვის მარილები გააძლიერებს შენს ბანაობის რიტუალს წყლისთვის ვარდის ფერის მიცემით და ბუშტების ფორმირებით. ამასთან ერთად ის დააყენებს ვარდის სასიამოვნო სურნელს შენს აბაზანაში, რაც ეფექტური დამხმარე იქნება საღამოს დეტოქსისა და რელაქსაციისთვის. მისი გამაჯანსაღებელი საშუალების წყალობით აბაზანის სასიამოვნო ეფექტი აბაზანის გარეთაც გაგყვება.
გახსოვდეს, სამყაროში რა სიგნალსაც აგზავნი, იგივეს იღებ უკან. თუ შენ მოუწყობ საჩუქრებს საკუთარ თავს, დაუთმობ დროს შენს შინაგან ბედნიერებას და გამოასხივებ ამაღლებულ, სასიამოვნო ენერგიას, სწორედ ამავე ენერგიით დაგიბრუნდება სამყაროც. ბედნიერება და წარმატება თითქოს იმ უმნიშვნელო, პატარა მომენტებით იწყება, რომლებსაც ამ აბაზანის მარილებით ქმნი.

ყუთში არის მარილების 500 გრამიანი მოცულობა, რაც საშუალოდ 6-7 გამოყენებაზე გეყოფა (გააჩნია აბაზანის სიდიდეს და შენს გემოვნებას). სტანდარტულად 70-80 მილიგრამის შერევა ხდება ხოლმე თბილ წყალთან.
ეს პაკეტი არის ყველაზე ბიუჯეტური ვარიანტი იმისთვის რომ რეგულარულად შეძლო მკვდარი ზღვის მარილებით გაჯერებული აბაზანის მიღება. ამ მარილების რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს კანის ტონს, ტექსტურას და ორგანიზმში სისხლის ცირკულაციას.

მარილები აბაზანაში ლაქას არ ტოვებს.

ინგრედიენტები (თარგმანის გარეშე): Dead Sea Salts/Sels de la Mer Morte (Sodium chloride), Sodium Lauryl Sulfate, Sodium DodecylBenzeneSulfonate, Sodium Sulfate, Fragrance (Parfum), Calcium Silicate, Glycerin/Glycérine, Safflower Oil/Huile de carthame  (Carthamus tinctorius seed oil), Almond Oil/Huile d’amande (Prunus amygdalus dulcis oil), 

ვარდის ფურცლის ვერსიის უნიკალური ინგრედიენტები: Coumarin, Linalool, Benzyl Benzoate, Geraniol, Alpha Isomethyl Ionone, Water/Eau (Aqua), D&C Red/Rouge #33 (CI 17200), D&C Red/Rouge #28 (CI 45410). 

მიტანა და ანომიმურობა
შეფუთვა ყოვლეთვის ანონიმურია
    • კურიერმა არ იცის რა მოაქვს, თუმცა თავისთავად იცის სადაც მუშაობს.
    • ჩვენს შეფუთვებს არ აქვს არანაირი ლოგო, სტიკერი და ა.შ.
მიწოდება თბილისში

მიტანის სერვისი მუშაობს ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით.
(გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომლის შესახებაც წინასწარ იქნები ინფორმირებული)

14:00 – მდე მიღებული შეკვეთები ბარდება იმავე დღეს, 14:00 -ის შემდეგ მიღებული შეკვეთები ბარდება მეორე დღეს.

შეკვეთების მიწოდება იწყება 14:00 -ის შემდეგ.

შეკვეთის მიწოდებასთან დაკავშირებით კურიერი გიკავშირდება 12:00-14:00 შუალედში და გითანხმდება მიწოდების საათზე.

შეკვეთის მიღებიდან ნახევარ და 1 საათში შეკვეთის მიწოდება არ ხდება.

ცენტრალურ უბნებში და მეტროებთან მიწოდება უფასოა, ან +3, +5 ლარი.
მიწოდების საფასურს ადგენს კურიერი მანძილიდან გამომდინარე.

მიწოდება თბილისის გარეთ

თბილისის გარეთ მიწოდებას უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორი საკურიერო კომპანია (საქართველოს ფოსტით არ ვაგზავნით).

მიწოდება ხდება 3-5 სამუშაო დღის ვადაში (შაბათი და კვირა, ასევე ოფიციალური დასვენების დღეები არ არის სამუშაო დღეები).

ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რომელ დღეს მოგიტანენ ამანათს, ამიტომ დაელოდე კურიერის ზარს.

შეფუთვა არის ანონიმური და კურიერმა არ იცის რა დევს შიგნით.

თბილისის გარეთ მიწოდების საკომისიო არის 5 ლარი.

თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც ბარათით საიტზევე, ასევე ქეშით კურიერთან.

 

არტიკული: 6750 კატეგორია: , , ჭდე: ,