Flirty or Dirty Seconds

39,00

გაიცანით Flirty or Dirty Seconds — გამოცნობაზე დაფუძნებული თამაში, რომელიც სპეციალურად ახალგაზრდა ზრდასრულებისთვის არის შექმნილი. 600-ზე მეტი ფლირტული და ბინძური ტერმინით, ეს თამაში ნებისმიერ სათამაშო საღამოს უწყვეტ გართობას უზრუნველყოფს.

Flirty or Dirty Seconds არის ენერგიული და სწრაფი ტემპის წვეულების თამაში, სადაც გუნდებმა მხოლოდ 30 წამში უნდა აღწერონ და გამოიცნონ ექვსი ფლირტული ან „ცხარე“ სიტყვა. გააგორეთ კამათელი, რათა აირჩიოთ სიტყვების კატეგორია — ფლირტული, ბინძური, ორივე ერთად ან სვლის გამოტოვება — და დროის წინააღმდეგ იბრძოლეთ ქულების მოსაგროვებლად. თუ ექვსივე სიტყვას გამოიცნობთ, თქვენს ქულებს გააორმაგებთ! 🎲🔥

თამაშის დეტალური წესებისთვის იხილე სრული აღწერა ❤️

მარაგშია

ჩაიჯიბე 117 ორგაზმ ქულა | Earn 117 Orgasm points
აღწერა

შიგთავსი:
პაკეტში შედის 30 წამიანი ქვიშის საათი, კამათელი და კარტი.

პრინციპი:
თუ ორზე მეტი ადამიანი თამაშობთ, დაიყავით ან მეტ ტოლ ჯგუფად. კარტი არეულ მდგომარეობაში გიწყვიათ მაგიდაზე. თითოეულ კარტზე წერია 6 FLIRTY და 6 DIRTY სიტყვა. შენს სვლაზე აგორებ კამათელს. კამათელზე ჯდება ან ლურჯი, ან ვარდისფერი, ან ლურჯის და ვარდისფერის ნაზავი, ან სკიპი. რას ნიშნავს თითოეული:
1. ლურჯი თუ ამოვა, ესეიგი უნდა აღწერო FLIRTY სიტყვები და მოწინააღმდეგე ჯგუფს აქვს 30 წამი ამ სიტყვებიდან მაქსიმალურად ბევრის გამოსაცნობად. დრო იზომება ქვიშის საათით.
2. თუ ვარდისფერი ამოვა, იგივე პრინციპი მოქმედებს ოღონდ DIRTY სიტყვებს აღწერ.
3. თუ ლურჯის და ვარდისფერის ნაზავი ამოვა, მაშინ შენ თვითონ ირჩევ FLIRTY სიტყვები აღწერო თუ DIRTY სიტყვები.
4. თუ SKIP ამოვა, ეს ყველაზე მეტად გაწყობს რადგან სვლას ტოვებ და ამგვარად შენს მოწინააღმდეგეს სიტყვების გამოცნობის და შესაბამისად ქულების დაწერის შანსი უქრება.

თამაშის დაწყება:
თამაშს იწყებს ის გუნდი, რომელშიც აღმოჩნდება ასაკით ყველაზე დიდი მონაწილე.

თამაშის დასრულება:
დასაწყისში წინასწარ განსაზღვრეთ თუ რამდენი წრე გსურთ რომ ითამაშოთ. ყველაზე სწორია რომ თავიდანვე განსაზღვროთ რომ 5 წრეს შეკრავთ. ვინც თამაშს დაიწყებს იმის ჯერი მეექვსედ როცა დადგება, მაგ დროს აკეთებთ ხმის მიცემას – გააგრძელოთ თამაში თუ გეყოთ. თუ უმრავლესობა გადაწყვეტს რომ აგრძელებთ, მაშინ კიდევ 2 წრეზე მიდიხართ შემდეგ ხმის მიცემამდე. ამრიგად არავის არ აქვს ის განწყობა რომ თამაში გაიწელება უსასრულოდ და ყველა უფრო ჩართულია.

ყოველი სიტყვის გამოცნობისას გუნდი იღებს ქულას. მოცემულ 30 წამში სასწაული მოხდა და გუნდმა ექვსიდან ექვსივე სიტყვა გამოიცნო, მაშინ ქულები ორმაგდება და გუნდს ეწერება 12 ქულა.

თამაშის ბოლოს გამარჯვებულია ის ინდივიდი ან გუნდი, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი ქულა.
კარტი უნდა ამოიღოს იმავე მოთამაშემ, რომელიც აგორებს კამათელს.

აბა კაი გართობა 🙂

მიტანა და ანომიმურობა
შეფუთვა ყოვლეთვის ანონიმურია
    • კურიერმა არ იცის რა მოაქვს, თუმცა თავისთავად იცის სადაც მუშაობს.
    • ჩვენს შეფუთვებს არ აქვს არანაირი ლოგო, სტიკერი და ა.შ.
მიწოდება თბილისში

მიტანის სერვისი მუშაობს ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით.
(გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომლის შესახებაც წინასწარ იქნები ინფორმირებული)

14:00 – მდე მიღებული შეკვეთები ბარდება იმავე დღეს, 14:00 -ის შემდეგ მიღებული შეკვეთები ბარდება მეორე დღეს.

შეკვეთების მიწოდება იწყება 14:00 -ის შემდეგ.

შეკვეთის მიწოდებასთან დაკავშირებით კურიერი გიკავშირდება 12:00-14:00 შუალედში და გითანხმდება მიწოდების საათზე.

შეკვეთის მიღებიდან ნახევარ და 1 საათში შეკვეთის მიწოდება არ ხდება.

ცენტრალურ უბნებში და მეტროებთან მიწოდება უფასოა, ან +3, +5 ლარი.
მიწოდების საფასურს ადგენს კურიერი მანძილიდან გამომდინარე.

მიწოდება თბილისის გარეთ

თბილისის გარეთ მიწოდებას უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორი საკურიერო კომპანია (საქართველოს ფოსტით არ ვაგზავნით).

მიწოდება ხდება 3-5 სამუშაო დღის ვადაში (შაბათი და კვირა, ასევე ოფიციალური დასვენების დღეები არ არის სამუშაო დღეები).

ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რომელ დღეს მოგიტანენ ამანათს, ამიტომ დაელოდე კურიერის ზარს.

შეფუთვა არის ანონიმური და კურიერმა არ იცის რა დევს შიგნით.

თბილისის გარეთ მიწოდების საკომისიო არის 5 ლარი.

თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც ბარათით საიტზევე, ასევე ქეშით კურიერთან.

 

არტიკული: MPP7888 კატეგორია: ჭდე: , , ,