G-Kamasutra – ეროტიული სამაგიდო თამაში

94,00

G-Kamasutra არის ინტიმური სამაგიდო თამაში წყვილებისთვის, შთაგონებული უძველესი კამა სუტრით. შეეჯიბრეთ ერთმანეთს ინტიმურ გამოწვევებში ისეთი ბარათების გამოყენებით, როგორიცაა Passion (ვნება), Confession (აღსარება) და Kamasutra (სექსის პოზები). თამაშში შედის თვალის ასახვევი, ქვიშის საათი და სიურპრიზის ელემენტები, რომლებიც თქვენს კავშირს კიდევ უფრო გააღრმავებს.

კარტების მრავალფეროვანი ტიპებისა და სპეციალური შესაძლებლობების წყალობით, G-Kamasutra გთავაზობს თამაშის უსასრულო შესაძლებლობებს და მომხიბვლელ გამოწვევას იმ თუ ურთიერთობის გაღრმავებას, გამრავალფეროვნებას ან უბრალოდ კარგ სექსუალურ გართობას ეძებ შენს პარტნიორთან. წესები და დეტალები იხილე სრულ აღწერაში ❤️

თამაში არის ორენოვანი: ინგლისური და ფრანგული.

მარაგშია

ჩაიჯიბე 282 ორგაზმ ქულა | Earn 282 Orgasm points
აღწერა

თამაშის დაწყება:
იღებ დაფას, პლასტმასის სამაგრებით უკეთებ მუყაოს ქალს და დებ ყუთის სახურავზე. მთელი თამაში იქნება დაფუძნებული ამ ქალის დატრიალებაზე – 5 სავარაუდო ადგილიდან მოხვდება რომელიმეზე და სადაც მოხვდება მაგის მიხედვით მოქმედებთ.
კარტის ერთ-ერთი ტიპი არის კუპიდ კარტები. თამაშის დასაწყისში ორივეს გიჭირავთ თითო კუპიდ კარტი. კუპიდ კარტების აგროვება მნიშვნელოვანია: ეს განაპირობებს თამაშის მოგებას ან წაგებას.

თამაშის მიმდინარეობა:
დაფა დაყოფილია 8 ტოლ ნაწილად. ამ 8 ტოლი ნაწილიდან ზოგ ქმედებას 2 ნაწილი აქვს მიძღვნილი, ზოგს 1. საბოლოო ჯამში დაფაზე არის 5 ვარიანტი. ეს ვარიანტებია:
1. აღსარება: იღებ კარტს, კითხულობ რა წერია ზედ და სცემ პასუხს. პასუხობ სიმართლეს, მხოლოდ სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა. თუ არ გინდა პასუხის გაცემა, მაშინ 1 კუპიდ კარტს გადასცემ შენს პარტნიორს.
2. ვნება: იგივე მოქმედება. იღებ კარტს, კითხულობ მოქმედებას და ასრულებ მას. თუ ვერ ასრულებ, მაშინ შენს პარტნიორს აძლევ 1 კუპიდ კარტს. პაკეტში დევს ქვიშის საათიც. ეს ქვიშის საათი არის 2 წუთიანი. 2 წუთის ლიმიტი აქვს ვნების და კამასუტრის მოქმედებებს. შესაბამისად მოქმედების დაწყებამდე ამ ქვიშის საათზე ინიშნავთ დროს. როცა დრო ამოიწურება, წყვეტთ მოქმედებას და უბრუნდებით თამაშს.
3. კამასუტრა: კარტზე მოცემულია სექსის პოზა. რა პოზაც ამოვა, მაგ პოზაში გაქვთ სექსი. დაწყებამდე დადებთ ქვიშის საათს ისე რომ დროის ათვლა დაიწყოს, დროის ამოწურვის შემდეგ კი უბრუნდებით თამაშს. თუ ვერ ან არ გინდათ კარტზე მოცემული ქმედების შესრულება, მაშინ რომელ პარტნიორიც უარზეა ის გასცემს ერთ კუპიდ კარტას იმაზე, ვინც არ იყო წინააღმდეგი.
გაითვალისწინე, რომ კამასუტრა თამაშში შემოდის მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვნების ან აღსარების კარტი ამოღებული გაქვთ მინიმუმ ხუთჯერ. ეს სპეციალურადაა წესებში იმისთვის რომ სიტუაცია გაახუროთ: პირველივე ან მეორე რომ კამასუტრა ამოვიდეს, ზედმეტად ნაადრევია.
თუ კამასუტრაზე მოხვდებით მანამდე, სანამ ერთობლიობაში ხუთჯერ გაივლით ვნების ან აღსარების რაუნდს, მაშინ ვინც კამასუტრაზე მოხვდა იგივე მოთამაშე უბრალოდ ატრიალებს თავიდან.
4. კუპიდი: აქ თუ მოხვდი გაგიმართლა, ურბალოდ მარტივად იღებ 1 კუპიდ კარტას დასტიდან, რაც ძალიან გაწყობს.
5. ოქრო: ეს კარტი დასტაში არის სულ 2 ცალი. თუ აქ მოხვდი, მაშინ იღებ ოქროს კარტს, ოღონდ ამ ოქროს კარტით ვერ შვრები ვერაფერს სანამ იგივე ადგილზე მეორედ არ მოხვდები. ახლა რა ხდება როცა მეორედ მოხვდები: შეგიძლია პირველი მოხვედრისას აღებული ოქროს კარტი გამოიყენო შემდეგნაირად:
1) მოიგონო აღსარების ან ვნების შენეული ვარიანტი და “დაავალო” შენს პარტნიორს, ან:
2) თუ შენმა პარტნიორმა წინაზე რამე ისეთის პასუხზე ან მოქმედებაზე განაცხადა უარი რაზეც გრძნობ რომ მაგრად გაინტერესებს/გინდა, მაშინ შეგიძლია მიუბრუნდე საკითხს და დაავალდებულო რომ გიპასუხოს/იმოქმედოს.
ორი ოქროს კარტი ერთდროულად ვერ გექნება. ოქროს კარტის აღება მეორედ შეგიძლია მხოლოდ მას შემდეგ, რაც პირველ ოქროს კარტს გახარჯავ.

თამაშის დასრულება:
თამაშს აქვს გრძელი და მოკლე ვერსიები. მოკლე ვერსიაში ვინც პირველი შეაგროვებს 6 კუპიდს, ის იგებს. გრძელ ვერსიაში თამაში მიდის 12 კუპიდის შეგროვებამდე.
როგორც გრძელ, ისე მოკლე შემთხვევაში თამაში ასევე სრულდება მაშინ, თუ რომელიმე მოთამაშეს საერთოდ გამოელია კუპიდები და დაჯდა ნულზე.

თამაშს აქვს რომანტიული სურპრიზების კარტების დასტა. წაგებული ამ დასტიდან იღებს ერთ კარტს, კითხულობს რა წერია და მაგ რომანტიულ სურპრიზს გეგმავს თავისი გამარჯვებული პარტნიორისთვის სამომავლოდ.

 

გაითვალისწინე:
1. ყველა ურთიერთობა ინდივიდუალურია. რაც ჩვეულებრივი ამ ბავია ერთი წყვილისთვის, შეიძლება წითელი ხაზი იყოს მეორესთვის და პირიქით. ამიტომ თამაშის დაწყებამდე კარტებს გადაავლე თვალი და თუ რამე ისეთს ნახავ რაზეც ფიქრობ რომ თქვენში არ მოსულა, ამოიღე დასტიდან და ითამაშე თქვენთვის მიუღებელი კარტების გამოკლებით – ამით თამაშს სტრუქტურულად არანაირად არ დააზიანებ.
2. ამ თამაშს უხდება კარგი გარემო. კარგი იქნება ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სანთლების ანთება, შუქის ჩაქრობა, სექსუალური მუსიკის ჩართვა და რაიმე ელეგანტური ან სექსუალური ტანსაცმლის ჩაცმა.
3. პაკეტში შედის თვალების ასახვევიც, რომელსაც ერთხელ რომ შემოიხვევ მაინც ხედავ. მეორედ რომ შემოიხვევ ხედავ, ოღონდ გაჭირვებით და მესამედ რომ შემოიხვევ საერთოდ აღარაფერი აღარ ჩანს. კარგი აქსესუარია, გამოგადგება 🙂
4. თამაშში არ შედის მაგრამ კარგი იქნება თუ მოიმარაგებ მასაჟის ზეთს, ყინულის კუბიკებს, ხილს, შოკოლადს და მსგავს რაღაცეებს – ეს აუცილებლად შემატებს თამაშს ღირებულებას.

მიტანა და ანომიმურობა
შეფუთვა ყოვლეთვის ანონიმურია
    • კურიერმა არ იცის რა მოაქვს, თუმცა თავისთავად იცის სადაც მუშაობს.
    • ჩვენს შეფუთვებს არ აქვს არანაირი ლოგო, სტიკერი და ა.შ.
მიწოდება თბილისში

მიტანის სერვისი მუშაობს ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით.
(გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომლის შესახებაც წინასწარ იქნები ინფორმირებული)

14:00 – მდე მიღებული შეკვეთები ბარდება იმავე დღეს, 14:00 -ის შემდეგ მიღებული შეკვეთები ბარდება მეორე დღეს.

შეკვეთების მიწოდება იწყება 14:00 -ის შემდეგ.

შეკვეთის მიწოდებასთან დაკავშირებით კურიერი გიკავშირდება 12:00-14:00 შუალედში და გითანხმდება მიწოდების საათზე.

შეკვეთის მიღებიდან ნახევარ და 1 საათში შეკვეთის მიწოდება არ ხდება.

ცენტრალურ უბნებში და მეტროებთან მიწოდება უფასოა, ან +3, +5 ლარი.
მიწოდების საფასურს ადგენს კურიერი მანძილიდან გამომდინარე.

მიწოდება თბილისის გარეთ

თბილისის გარეთ მიწოდებას უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორი საკურიერო კომპანია (საქართველოს ფოსტით არ ვაგზავნით).

მიწოდება ხდება 3-5 სამუშაო დღის ვადაში (შაბათი და კვირა, ასევე ოფიციალური დასვენების დღეები არ არის სამუშაო დღეები).

ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რომელ დღეს მოგიტანენ ამანათს, ამიტომ დაელოდე კურიერის ზარს.

შეფუთვა არის ანონიმური და კურიერმა არ იცის რა დევს შიგნით.

თბილისის გარეთ მიწოდების საკომისიო არის 5 ლარი.

თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც ბარათით საიტზევე, ასევე ქეშით კურიერთან.

 

არტიკული: MPE2251 კატეგორია: ჭდე: , ,