Glow მანათობელი სხეულის კრემი

74,00

პორტუგალიური Glow-ს ხაზის შენთვის წარმოდგენით ჩვენ ვიძენთ ახალ მნიშვნელობას და ამიერიდან ვართ არამხოლოდ სექს შოპი, არამედ შენი მანათობელი კანისა და სილამაზის გასაღები! ეს არის კანის გამაჯანსაღებელი კრემი, რომელიც გათვლილია ყოველდღიურ გამოყენებაზე და რომელშიც გახსნილია სპეციალური მანათობელი ფხვნილი. შედეგად კი შენი კანი შორიდანაც თვალმომჭრელად ანათებს. თუ რისგან შედგება და რა ეფექტი აქვს ზუსტად, ამას სრულ აღწერაში ნახავ ♡ ამ კრემს ყავს დაახლოებით იგივე შემცველობის და იგივე ეფექტის ბიძაშვილი ზეთის სახით. თუ კრემს ზეთი გირჩევნია, მაშინ ეს ნახე.

მარაგშია

ჩაიჯიბე 222 ორგაზმ ქულა | Earn 222 Orgasm points
აღწერა

Glow shimmering body cream, იგივე მანათობელი სხეულის კრემი არის შექმნილი სტაფილოს ექსტრაქტითა და ზეთით, ქოქოსის ზეთით და სხვა მდიდარი ინგრედიენტებით შენი კანის გაჯანსაღებისა და დატენიანებისთვის.
სტაფილოს ექსტრაქტი და ზეთი იდეალურია კანის ღრმა დატენიანებისა და მისი ნაოჭებისგან დაცვისთვის.
ქოქოსის ზეთი კანის დატენიანების გარდა იდეალურია მისი აკნეს, ჭრილობის და დაბერების საწინააღმდეგო თვისებებით.
თუმცა რაც შენს კანს გამორჩეულ და მარტივად შესამჩნევ ვიზუალურ ეფექტს აძლევს არის ამ კრემში გახსნილი ბრჭყვიალა ფხვნილი, რომელიც წასმისას ფენად გაედება შენს კანს ისე არეკლავს სინათლეზე კანის ამ სიჯანსაღეს როგორც სხვა კრემები ვერა. ზუსტად ამიტომ გამოირჩევა ეს კრემი სხვებისგან და ამ კრიტერიუმებით მოხვდა ჩვენი, როგორც სექს შოპის ინტერესის სფეროში!

ეს ძლიერი და ეფექტური კრემი მის მანათობელ ეფექტთან ერთად მალე იქცევა შენს ერთ-ერთ საყვარელ კანის მოვლის (და თვალში მოსახვედრი სილამაზის) საშუალებად.

აქვს ერთგვარი არომატი რომელიც მიახლოვებულია ხილის მიქსთან და ქოქოსთან.

 მოცულობით არის 250 მილიგრამი.

ინგრედიენტები (თარგმანის გარეშე):

AQUA, GLYCERIN, ETHYLHEXYL STEARATE, GLYCERYL STEARATE, ISOHEXADECANE, C12-15 ALKYL BENZOATE, CETEARYL ALCOHOL, COCOS NUCIFERA OIL, GLYCERYL STEARATE CITRATE, DIMETHICONE, PHENOXYETHANOL, PARFUM, SYNTHETIC FLUORPHLOGOPITE, ACRYLATES/C10-30 ALKYL ACRYLATE CROSSPOLYMER, HELIANTHUS ANNUUS SEED OIL, BUTYLENE GLYCOL, AMINOMETHYL PROPANOL, ETHYLHEXYLGLYCERIN, DISODIUM EDTA, GINKGO BILOBA LEAF EXTRACT, PENTAERYTHRITYL TETRA-DI-T-BUTYL HYDROXYHYDROCINNAMATE, CI 77891, BENZYL SALICYLATE, CI 77491, LINALOOL, COUMARIN, LIMONENE, BETA-CAROTENE, DAUCUS CAROTA SATIVA ROOT EXTRACT, DAUCUS CAROTA SATIVA SEED OIL, ALPHA-ISOMETHYL IONONE, TIN OXIDE, BENZYL BENZOATE, SODIUM METABISULFITE, ASCORBYL PALMITATE, TOCOPHEROL.

მიტანა და ანომიმურობა