MadKings – სერიოზული თამაში სმაზე

64,00

MadKings არის გიჟური და ძალიან სახალისო თამაში, რომელიც კლასიკურ Kings Cup-ს ახლებურად აცოცხლებს. მოთამაშეები რიგრიგობით იღებენ კარტებს, რომლებიც სავსეა სახალისო გამოწვევებით, აგორებენ Mad King-ის კამათელს და თამაშის მიმდინარეობისას სვამენ შოთებს. მარტივი წესებისა და არაპროგნოზირებადი მოულოდნელობების წყალობით, ამ თამაშს ნებისმიერი სახის შეკრებაში ყოველთვის სიცოცხლე და და ხალისი შეაქვს. იდეალურია წვეულებებისთვის, წინასადღესასწაულო შეკრებებისთვის და საღამოებისთვის, რომლებიც სავსეა სიცილითა და სასმელით!
თან ეს რომ უბრალოდ დასალევი თამაში იყოს საინტერესო ინტიმური ელემენტების გარეშე, ჩვენთან რომ ვერ ნახავდი კი იცი 🙂
თამაშში შედის შოტის ჭიქა, კამათელი, წესების ფურცელი და 108 კარტი.

წესების სანახავად იხილე სრული აღწერა ❤️

მარაგშია

ჩაიჯიბე 192 ორგაზმ ქულა | Earn 192 Orgasm points
აღწერა

გავნმეორდებით, პაკეტში შედის:
შოტის ჭიქა, კამათელი, ინსტრუქციის ფურცელი და 108 კარტი.

მოწყობა:

პაკეტში არის 2 დასტა. ამ 2 დასტას შორის ფუნქციური სხვაობა არ არსებობს, ერთი და იგივე კარტებია და თითოეულში დევს 54 ცალი კარტი. თამაშის დაწყებისას იღებ შოტის ჭიქას, დებ ცენტრში და 108 კარტს ირგვლივ უშლი წრიულად (როგორც სურათზე ჩანს). თამაშს იწყებს ასაკით ყველაზე პატარა და მიუყვებით საათის ისრის მიმართულებით. იღებთ კარტებს სათითაოდ, კითხულობთ რა წერია და ასრულებთ მოქმედებას.

პრინციპი:
108 კარტი დაყოფილია რამდენიმე ტიპად.
ეს ტიპებია: PAGE, KKNIGHT, BARON, COUNT, EARL, MARQUESS, DUCHESS, DUKE, PRINCESS, PRINCE, QUEEN და KING.
ზემოთ ხსენებული ყველა ტიპის კარტის პრინციპი თითქმის ერთია: იღებ კარტს, წერია რაღაც რაც უნდა შესრულდეს. შესასრულებელი რაღაც ან ვერბალურია (შეიძლება უბრალოდ კითხვის დასმაც იყოს), ან მოიცავს მოქმედებას, ოღონდ ყველაფერი არის მარტივი და გრძელდება მაქსიმუმ რამდენიმე წამს. ანუ თამაში საბოლოო ჯამში სწრაფი ტემპით მიდის და ერთ კარტზე დიდ ხანს არ ჩერდებით, საშუალოდ შეიძლება ყოველ 10-20 წამშიც აიღოთ ახალი კარტი. ვიღაცას მინიმუმ ცოტა სასმლის მოწრუპვა მოუწევს თითქმის ყოველი კარტის შემდეგ.
KING კარტი ფუნქციურად დანარჩენებისგან განსხვავდება. ეს კარტი როცა ამოგივა უბრალოდ შოტის ჭიქაზე დებ ზემოდან. არც რამის თქმა, არც მოქმედება არ გიწევს და მარტივად გამოძვრები თუ რიგით მეოთხე არ ხარ, ვისაც კარტის ჭიქაზე დადება მოუწევს. თუ შენ აღმოჩნდები რიგით მეოთხე, ვისაც შოტის ჭიქაზე კარტის დადება უწევს, მაშინ უნდა გადაკრა სასმელი. ამ დროს შოტის ჭიქაზე დადებული კარტები ბრუნდება ჭიქის ირგვლივ გაშლილ დასტაში.

კამათელი: არის კიდევ 2 ტიპის კარტი: WIZARD და JESTER, რისი ამოღებისასაც კამათლის გაგორება უეჭველად გიწევს.
კამათელს აქვს 6 მხარე და ახატია ბიჭი, გოგო, გვირგვინი 2 მხარეს, აწერია ALL და YOU.
ბიჭი თუ დაჯდება, ყველა ბიჭი სვავს.
გოგო თუ დაჯდება, ყველა გოგო სვავს.
YOU თუ დაჯდება, შენ სვავ.
ALL თუ დაჯდება, ყველა სვავს შენ გარდა.
გვირგვინი თუ დაჯდება, აქ 2 ვარიანტია: თუ კამათელს აგორებ იმიტომ რომ ამოგივიდა WIZARD, მაშინ ამ კარტს დებ შოტის ჭიქაზე ზემოდან, ზუსტად ისე როგორც KING კარტს. თუ კამათელს აგორებ იმიტომ რომ ამოგივიდა JESTER, მაშინ გილოცავთ, არაფერი არ გიწევთ, ყველა მარტივად გამოძვერით და აგრძელებთ თამაშს.

თამაშის დასრულება:
ნებისმიერ თამაშში ყველაზე დიდი party pooper არის ვიღაც რომ იღლება, მუღამზე აღარ არის, ცოტა ხანი ძალით ზის, მერე დგება და მიდის. ამის წინააღმდეგ ამ თამაშშიც და ზოგადად ნებისმიერ ისეთ სამაგიდო თამაშში, რომელშიც რიგითობის მიხედვით თამაშობთ, არის მარტივი გამოსავალი: 5 წრეს როცა შეკრავთ, ანუ ვინც თამაში დაიწყო იმის ჯერი რომ დადგება მეექვსედ, უმრავლესობის ხმებით იღებთ გადაწყვეტილებას განაგრძოთ კიდევ 2 წრე და შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება ხელახლა ისევ 2 წრეზე, თუ დაასრულოთ. ამრიგად არავის არ აქვს ის განწყობა რომ თამაში გაიწელება უსასრულოდ და ყველა უფრო ჩართულია. ეს პრინციპი ყველაზე კარგად მოქმედებს ამ თამაშზე.
ამ პრინციპის გარდა ერთადერთი ალტერნატივა არსებობს: სვავთ გათიშვამდე.

დამატებითი რჩევები:
1. რაც თამაშს მოყვება, ეგ ჭიქა ჯობია რომ მშრალად შეინახო რადგან ეგ ჭიქა დევს კარტების შუაში და ვიღაცა 100%-ით ზედ დაასხავს სასმელს კარტებს. ჯობია რომ თამაშის ჭიქას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდეს და ყველას ცალ-ცალკე თავიანთი შოტის ჭიქა დაურიგო, უფრო ჰიგიენურიც იქნება ეგრე.
2. ჭიქის ირგვლივ კარტებით შეკრული წრე არ უნდა დაირღვეს. წრე თუ დაირღვა, ვინც დაარღვია იმას გადაკვრა მოუწევს.
3. ჭაჭა ზედმეტად ძლიერია, ლუდი ზედმეტად სუსტი. მარტინი, ბეილისი, იეგერი და შერიდანი ძალიან კარგად მიდის ამ თამაშზე.

აბა კარგი გართობა 🙂

მიტანა და ანომიმურობა
შეფუთვა ყოვლეთვის ანონიმურია
    • კურიერმა არ იცის რა მოაქვს, თუმცა თავისთავად იცის სადაც მუშაობს.
    • ჩვენს შეფუთვებს არ აქვს არანაირი ლოგო, სტიკერი და ა.შ.
მიწოდება თბილისში

მიტანის სერვისი მუშაობს ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით.
(გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომლის შესახებაც წინასწარ იქნები ინფორმირებული)

14:00 – მდე მიღებული შეკვეთები ბარდება იმავე დღეს, 14:00 -ის შემდეგ მიღებული შეკვეთები ბარდება მეორე დღეს.

შეკვეთების მიწოდება იწყება 14:00 -ის შემდეგ.

შეკვეთის მიწოდებასთან დაკავშირებით კურიერი გიკავშირდება 12:00-14:00 შუალედში და გითანხმდება მიწოდების საათზე.

შეკვეთის მიღებიდან ნახევარ და 1 საათში შეკვეთის მიწოდება არ ხდება.

ცენტრალურ უბნებში და მეტროებთან მიწოდება უფასოა, ან +3, +5 ლარი.
მიწოდების საფასურს ადგენს კურიერი მანძილიდან გამომდინარე.

მიწოდება თბილისის გარეთ

თბილისის გარეთ მიწოდებას უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორი საკურიერო კომპანია (საქართველოს ფოსტით არ ვაგზავნით).

მიწოდება ხდება 3-5 სამუშაო დღის ვადაში (შაბათი და კვირა, ასევე ოფიციალური დასვენების დღეები არ არის სამუშაო დღეები).

ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რომელ დღეს მოგიტანენ ამანათს, ამიტომ დაელოდე კურიერის ზარს.

შეფუთვა არის ანონიმური და კურიერმა არ იცის რა დევს შიგნით.

თბილისის გარეთ მიწოდების საკომისიო არის 5 ლარი.

თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც ბარათით საიტზევე, ასევე ქეშით კურიერთან.