MadLoverz – წყვილის ეროტიული თამაში

49,00

თუ სკოლაში ქიმიას შვიდიანზე მაინც სწავლობდი, კატალიზატორი რას ნიშნავს გემახსოვრება.
თუ არ გახსოვს, შეგახსენებთ: კატალიზატორი არის ქიმიური პროცესის დამაჩქარებელი – კატალიზატორი ხელს უწყობს ქიმიურ რეაქციას.

ზუსტად ეგ არის ეს თამაში შენი და შენი პარტნიორის ცხოვრებაში. ის უწყობს ხელს რეაქციას, რომელსაც სიახლოვიდან მიყავხარ კოცნამდე, ჩახუტებამდე, შედებამდე და მაგის იქით სადამდეც გინდა.

MadLoverz არის თამაში, რომელიც რომანტიკას ნამდვილ თავგადასავლად აქცევს. შექმნილია იმ წყვილებისთვის, ვისაც ცოტა მღელვარება უყვარს — აქ მთავარი მიზანია შეამოწმოთ, რამდენად კარგად იცნობთ ერთმანეთს და ამ გზაზე რამდენიმე მოულოდნელი სიურპრიზიც აღმოაჩინოთ.

წესებისთვის და სხვა დეტალებისთვის იხილე სრული აღწერა ❤️

მარაგშია

ჩაიჯიბე 147 ორგაზმ ქულა | Earn 147 Orgasm points
აღწერა

პაკეტში დევს:
კამათელი, ქვიშის საათი, კარტი, გულის მონეტები და თვალების ასახვევი ნაჭერი.

პრინციპი:
კარტი: თითოეულ კარტზე წერია 4 რაღაც, ცალ-ცალკე კატეგორიებიდან. ეს 4 კატეგორიაა: წინადადების დასრულება; გამოცნობა; მოქმედება და ცოდვა.

კამათელი: კამათელზე გაქვს 6 სხვადასხვა შესაძლო სცენარი. ესენია: წინადადების დასრულება, გამოცნობა, მოქმედება, ცოდვა, გულის მონეტა და სასურველის არჩევა.

ქვიშის საათი: ეს არის 30 წამიანი ქვიშის საათი. მოქმედებას და ცოდვას აქვს ტაიმერი – მაქსიმუმ 30 წამი. როცა ეს 2 მოქმედება ამოგივათ, თქვენი მოქმედება დროში შეზღუდულია 30 წამით, რასაც ითვლის ეს ქვიშის საათი.

თამაშის მიმდინარეობა:
პირველი სვლა ვისი იქნება ეგ გადაწყვიტეთ ჯეირანის თამაშით, ერთამდე. ვინც ჯეირანს მოიგებს, ის იწყებს.
დასაწყისისთვის ორივე პარტნიორი იღებთ 2-2 გულს. თამაშს მოიგებს ის, ვინც პირველი შეაგროვებს 10 გულს. წაგებულმა კი უნდა დაგეგმოს მარტივი რომანტიული სურპრიზი. თამაში სრულდება მაშინაც, თუ რომელიმე პარტნიორი დარჩება გულის გარეშე. ლოგიკურია რომ ვისაც გულები გაუთავდა, იმან წააგო.

შენს სვლაზე აგორებ კამათელს და მოქმედებ იმის მიხედვით რაც ამოგივა. ამოგივა შემდეგი ვარიანტები:
წინადადების დასრულება: იღებ კარტს და კითხულობ იისფერ გრაფაში მოცემულს. ეს შეიძლება იყოს მსგავსი ტიპის: “ჩემს წარსულ ცხოვრებაში მე ალბათ ვიყავი…” და უნდა დაასრულო წინადადება. თუ ვერ ფიქრობ/ვერ ასრულებ, მაშინ 1 გული გადაეცემა პარტნიორს.
გამოცნობა: იღებ კარტს და კითხულობ ვარდისფერ გრაფაში მოცემულს. ეს შეიძლება იყოს: “გამოიცანი ჩემი ზოდიაქოს ნიშანი;” “გამოიცანი ოდესმე თუ მიმიღია ნარკოტიკი” ან რამე მსგავსი (ამ კითხვებთან შედარებით უფრო ღრმა და ინტიმური ვარიანტებიც არის). თუ შენი პარტნიორი გამოიცნობს, ბანკიდან იღებს 1 გულს. თუ ვერ გამოიცნობს, მაშინ შენ გაძლევს ერთ თავის გულს.
მოქმედება: იღებ კარტს და კითხულობ წითელ გრაფაში მოცემულს. აქ შეიძლება ეწეროს “დრაკულა;” “ანალური საცობი;” “ვიბრატორი;” “კინგ-კონგი” ან რამე მსგავსი. ყველა ვარიანტში წერია 1 სიტყვა. სიტყვას კითხულობ შენთვის, ჩუმად. შემდეგ ატრიალებ ქვიშის საათს და ხმის ამოღების გარეშე ცდილობ რომ შენს პარტნიორს გამოაცნობინო ეს სიტყვა. თუ გამოიცნობს, მაშინ ორივე იღებთ ბანკიდან თითო-თითო გულს. თუ ვერ გამოიცნობს, მაშინ ორივე დებთ ერთ გულს ბანკში.
ცოდვა: თვალების ასახვევი ნაჭერი ხანდახან სწორედ ამ დროს დაგჭირდებათ. იღებ კარტს და კითხულობ შავ გრაფაში მოცემულს. აქ მაგალითად შეიძლება ეწეროს ესეთი რამ: “გაშეშდი და შენი პარტნიორი უნდა შეგეხოს ეროგენულ ზონებში. გაინძრევი ან გაიკვნესებ და წააგე” – აქაც იყენებ ქვიშის საათს და მაქსიმალური ლიმიტი არის 30 წამი. თუ ვერ გაძლებ – წააგე და 1 გულს აძლევ პარტნიორს. თუ რომელიმე ვერ გაბედავთ მოქმედებას, მაშინ ვინც უარზეა ის აძლევს 1 გულს იმას, ვინც უარზე არ არის.
ოქროს გული: ეს არის შენი ყველაზე მარტივი გამოსავალი. უბრალოდ ეგრევე იღებ 1 ცალ გულს ბანკიდან.
შერეული ფერები: ესეც კარგი ვარიანტია. იღებ კარტს, კითხულობ ოთხივე კატეგორიას და ირჩევ იმას, რაც ამ ოთხიდან ყველაზე მეტად გინდა.

გაითვალისწინე: არის რამდენიმე კარტი, რაც გთხოვს მოქმედების შემდეგ სურათის გადაღებას და სოციალურ მედიაში დაპოსტვას. ძაან მუღამზე თუ არ ხარ, ეგ ნაწილი შეგიძლია უბრალოდ დაიკიდო. მხოლოდ მოქმედების ნაწილს თუ შეასრულებ, დავალება ითვლება შესრულებულად.
გახსოვდეს – ვინც წააგებს, ის რომანტიულ სურპრიზს გეგმავს.

ამ თამაშით წყვილში ცხელ-ცხელი გართობა გარანტირებული გაქვთ 😊

მიტანა და ანომიმურობა
შეფუთვა ყოვლეთვის ანონიმურია
    • კურიერმა არ იცის რა მოაქვს, თუმცა თავისთავად იცის სადაც მუშაობს.
    • ჩვენს შეფუთვებს არ აქვს არანაირი ლოგო, სტიკერი და ა.შ.
მიწოდება თბილისში

მიტანის სერვისი მუშაობს ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით.
(გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომლის შესახებაც წინასწარ იქნები ინფორმირებული)

14:00 – მდე მიღებული შეკვეთები ბარდება იმავე დღეს, 14:00 -ის შემდეგ მიღებული შეკვეთები ბარდება მეორე დღეს.

შეკვეთების მიწოდება იწყება 14:00 -ის შემდეგ.

შეკვეთის მიწოდებასთან დაკავშირებით კურიერი გიკავშირდება 12:00-14:00 შუალედში და გითანხმდება მიწოდების საათზე.

შეკვეთის მიღებიდან ნახევარ და 1 საათში შეკვეთის მიწოდება არ ხდება.

ცენტრალურ უბნებში და მეტროებთან მიწოდება უფასოა, ან +3, +5 ლარი.
მიწოდების საფასურს ადგენს კურიერი მანძილიდან გამომდინარე.

მიწოდება თბილისის გარეთ

თბილისის გარეთ მიწოდებას უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორი საკურიერო კომპანია (საქართველოს ფოსტით არ ვაგზავნით).

მიწოდება ხდება 3-5 სამუშაო დღის ვადაში (შაბათი და კვირა, ასევე ოფიციალური დასვენების დღეები არ არის სამუშაო დღეები).

ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რომელ დღეს მოგიტანენ ამანათს, ამიტომ დაელოდე კურიერის ზარს.

შეფუთვა არის ანონიმური და კურიერმა არ იცის რა დევს შიგნით.

თბილისის გარეთ მიწოდების საკომისიო არის 5 ლარი.

თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც ბარათით საიტზევე, ასევე ქეშით კურიერთან.