MadPoly – გიჟოპოლია

99,00

მეგობრებთან ერთად მონოპოლია და მსგავსი სამაგიდო თამაშები თუ გისწორდება, ეს კიდე ათმაგად გაგისწორდება. ჩვენი ძალიან სახალისო გამოცდილებით ეს თამაში გავს მონოპოლიას, ოღონდ ბეეეევრად მეტ ინტრიგას, ჩართულობას და სმას იწვევს ვიდრე კლასიკური მონოპოლია ან სხვა მსგავსი სამაგიდო თამაშები.
წესების ფურცელი რათქმაუნდა მოყვება, ოღონდ მაინც ჩასქროლე დაბლა და დეტალურად გაეცანი წესებს ქართულ ენაზე ❤️

მარაგშია

ჩაიჯიბე 297 ორგაზმ ქულა | Earn 297 Orgasm points
აღწერა

თამაშის მოწყობა:
1. ყუთს რომ გახსნი, პირველ რიგში დაფა ამოიღე და დადე მაგიდაზე. ყუთში არის კარტების 4 დასტა: სიმართლის კარტები, მოქმედების კარტები, იდუმალი კარტები და ჯგუფური ქმედების (GO) კარტები. თითოეული დასტა გამოირჩევა თავისი ფერით და აქვს განსაზღვრული ადგილი დაფაზე. დააწყვე ეს კარტები დაფაზე თავიანთთვის განკუთვნილ ადგილზე.
2. ყველა მოთამაშე ირჩევს თავის სათამაშო ფიგურას. ყუთში სულ 8 ფიგურაა, აქედან გამომდინარე თამაში შესაძლებელია ორიდან რვა მოთამაშემდე. ყველა იღებს სასურველ ფიგურას და აწყობს სტარტის ადგილზე.
3. აირჩიეთ მოთამაშე, ვინც შეითავსებს ბანკირის ფუნქციასაც.
4. შემდეგ იწყება მოთამაშეებზე ფულის დარიგება: დასაწყისში ყველას აქვს 85$: ერთი 5$ ბანკნოტი, ერთი 10$ ბანკნოტი, ერთი 20$ ბანკნოტი და ერთი 50$ ბანკნოტი.
5. ალკოჰოლის და შოტების ჭიქების მობილიზება არ დაგავიწყდეთ, დალევა უეჭველი გიწევთ.

ამის შემდეგ გადავდივართ თამაშზე.
თამაშის წამოწყება:
ყველა მოთამაშე აგორებთ ორივე კამათელს. ვისაც ამოუვა ყველაზე მაღალი, ის იწყებს პირველი თამაშს.

თამაშის მიმდინარეობა:
1. მოხვდი ვიღაცის აქციაზე: კლასიკური მონოპოლიისგან ერთი დიდი განმასხვავებელი აქ ის არის, რომ აქციებს არ ყიდულობთ. ყველანი თქვენს ბარებს ფლობთ თავიდანვე. იმ პერსონაჟებს, რომლებსაც აირჩევთ, ჰქვიათ თავიანთი სახელები და დაფაზეც ყველას აქვს უკვე თავის მფლობელობაში არსებული აქციები. დაუშვად მოხვდი მიმის ბარში: ან მიმის უნდა გადაუხადო 25$, ან შოტი უნდა გადაურტყა. თუ მაგალითად მიმი თამაშში საერთოდ არ არის, მაშინ 2 ვარიანტია, რაზეც წინასწარ უნდა შეთანხმდეთ: ან უბრალოდ აიგნორებთ და არავის არაფერს არ უხდით რადგან შესაბამისი მოთამაშე თამაშში არ არის, ან ბანკში დებთ იმ ფულს რაც იდეაში მოთამაშისთვის უნდა მიგეცათ. ჩვენ ესეთ დროს რეკომენდაციას ვუწევთ ბანკში ჩადებას (ან შოტის გადაკვრას): ესე უფრო საინტერესოდ მიდის თამაში.
2. ძირითადი ადგილები, სადაც მოხვდებით, თვითახსნადია. ყველა გამოირჩევა რაღაცით, თუმცა ყველას ზედ აწერია რა უნდა ქნათ, ამიტომ ეგეთი ისედაც გასაგები ადგილების ახსნაში აღარ ჩავალთ.
3. მოხვედრა SPIN-ზე: დაფას ცენტრში აქვს ბოთლი, რომელიც ამ დროს უნდა დაატრიალო. SPIN გაჩერდება რამდენიმე შესაძლო ვარიანტიდან ერთ-ერთზე: სიმართლე, მოქმედება, იდუმალება, ჯგუფური ქმედება, შოტი, ან 30$ აღება ბანკიდან. დაუშვათ დაჯდა სიმართლეზე. იღებ სიმართლის კარტს დასტიდან, კითხულობ რა წერია და გაცემ პასუხს. თუ არ გინდა პასუხის გაცემა, მაშინ იქვეა მითითებული რაც უნდა ქნა. მაგალითად თუ გასცემ პასუხს 10$ მიიღებ ბანკიდან. თუ არ გასცემ პასუხს – პირიქით 20$ გადაუხდი ბანკს. მოკლედ იქცევი იმის მიხედვით, რაც ეწერება კარტზე. როცა კარტს ამოიღებ, თამაშის გაგრძელებამდე დასტას ქვევიდან ამოუდე.
4. კარტებს არამხოლოდ SPIN-ზე მოხვედრისას აიღებ, ისედაც მოგიწევს ხოლმე. აღებულ კარტს ყოველთვის აბრუნებ იმავე დასტაში, ქვევიდან ამოდებით.
5. SNITCH პოზიცია – როცა აქ მოხვდები, შეგიძლია რომ შენს შერჩეულ მოთამაშეს შოტის გადაკვრა მოთხოვო. ყველა ვარიანტში უნდა გადაკრას შოტი ამ დროს. არ გადაკრავს და წააგებს. ალტერნატიულად შეგიძლია შოტის მოთხოვნის მაგივრად ის კარტი მისცე, რა ფერის SNITCH-ზეც ხარ მომხვდარი და თუ შეასრულებს მაშინ ბანკიდან მიიღებს იმ თანხას რაც კარტს აწერია. თუ არ ან ვერ შეასრულებს, მაშინ გადაიხდის იმ თანხას რაც კარტზე წერია.
6. ფულის დამთავრება: ეს არ ნიშნავს რომ თამაშიდან ვარდები. ორი შოტი უნდა გადაკრა ზედიზედ და მიიღებ 50 დოლარს. რაც გადასახდელი გაქვს მაგის გადახდა მაინც მოგიწევს ოღონდ, შემდეგ კი აგრძელებ თამაშს. ანუ 2 შოტი ზედიზედ = 50$, ოღონდ მხოლოდ მაშინ როცა ფული გადასახდელი გაქვს და არსებული ქეში არ გყოფნის.
7. სტარტი: როცა ამ ადგილს გაივლი, 30$ იღებ ბანკიდან
8. შოტი: თუ აქ მოხვდი, ან შოტი უნდა გადაკრა, ან 25$ დებ ბანკში.
9. ციხე: ციხეში რომ ხვდები, 2 სვლას ტოვებ. ოღონდ გაგორების შანსი კიდევ გაქვს: შენს სვლაზე სურვილის შემთხვევაში მაინც აგორებ. თუ წყვილს გააგორებ, მაშინ შანსი გაქვს რომ ციხიდან გახვიდე და თამაში ჩვეულებრივ გააგრძელო. პოტენციალი გაქვს რომ 1 სვლაც არ გამოტოვო: ციხეში მოხვედრისას ერთს ეგრევე აგორებ ხელახლა. წყვილს თუ დასვავ თავისუფალი ხარ. ოღონდ თუ ციხეში მოხვდი წყვილის გაგორებით, მაშინ აზრი არ აქვს, შენი 2 სვლა უნდა მოიხადო ბოლომდე.
10. RIPDEAL – აქ თუ მოხვდი, ვისაც გინდა იმ მოთამაშეს ახევ 40 დოლარს. აი ესე უბრალოდ და მარტივად, ვისაც გინდა იმას აართმევ ამ თანხას.
11. ჯოკერი – მანდ თუ მოხვდი მაშინ ჯოკერის ბარათს იღებ. ჯოკერი არის შენი ბლოკი – სადაც არ უნდა მოხვდე ან რაც არ უნდა იდამპლოს შენს მიმართ სხვა მოთამაშემ, ერთჯერადი ბლოკი გაქვს. თუ დაბლოკავ შენს მიმართ წამოსულ უნამუსობას, ეს ჯოკერის კარტი უბრუნდება ბანკს.

თამაშის დასრულება:

ახლა ლოგიკური კითხვა გექნება. თუ ყველას შეუძლია რომ ფულის გამოლევისას უბრალოდ 2 შოტი გადაკრას და 50$ მიიღოს, მაშინ რა გამოდის, გაპროჭვამდე სანამ არ დავლევთ მანამდე ვერ ვრჩებით? – ეგეც ვარიანტია, კი.
ოღონდ წესით თამაშის დასაწყისში ყველანი ვთანხმდებით რაღაც X თანხაზე. მაგალითად ვამბობთ, რომ 500$ ვინც პირველი ააგროვებს ის იგებს თამაშს და მაგით ვასრულებთ. ამრიგად ისე გამოდის რომ თამაშიც ყველას გვერგება და არც ტიპური მონოპოლიასავით უსაშველოდ არ იწელება საათების მანძილზე ყველას გაკოტრებამდე (ან გაპროჭვამდე).

მიტანა და ანომიმურობა
შეფუთვა ყოვლეთვის ანონიმურია
    • კურიერმა არ იცის რა მოაქვს, თუმცა თავისთავად იცის სადაც მუშაობს.
    • ჩვენს შეფუთვებს არ აქვს არანაირი ლოგო, სტიკერი და ა.შ.
მიწოდება თბილისში

მიტანის სერვისი მუშაობს ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით.
(გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომლის შესახებაც წინასწარ იქნები ინფორმირებული)

14:00 – მდე მიღებული შეკვეთები ბარდება იმავე დღეს, 14:00 -ის შემდეგ მიღებული შეკვეთები ბარდება მეორე დღეს.

შეკვეთების მიწოდება იწყება 14:00 -ის შემდეგ.

შეკვეთის მიწოდებასთან დაკავშირებით კურიერი გიკავშირდება 12:00-14:00 შუალედში და გითანხმდება მიწოდების საათზე.

შეკვეთის მიღებიდან ნახევარ და 1 საათში შეკვეთის მიწოდება არ ხდება.

ცენტრალურ უბნებში და მეტროებთან მიწოდება უფასოა, ან +3, +5 ლარი.
მიწოდების საფასურს ადგენს კურიერი მანძილიდან გამომდინარე.

მიწოდება თბილისის გარეთ

თბილისის გარეთ მიწოდებას უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორი საკურიერო კომპანია (საქართველოს ფოსტით არ ვაგზავნით).

მიწოდება ხდება 3-5 სამუშაო დღის ვადაში (შაბათი და კვირა, ასევე ოფიციალური დასვენების დღეები არ არის სამუშაო დღეები).

ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რომელ დღეს მოგიტანენ ამანათს, ამიტომ დაელოდე კურიერის ზარს.

შეფუთვა არის ანონიმური და კურიერმა არ იცის რა დევს შიგნით.

თბილისის გარეთ მიწოდების საკომისიო არის 5 ლარი.

თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც ბარათით საიტზევე, ასევე ქეშით კურიერთან.

 

არტიკული: MPP3231 კატეგორია: ჭდე: