Beer პონგი

74,00

ეს რომ უბრალო Beer Pong თამაში იყოს სექს შოპში რომ ვერ იხილავდი ხვდები ალბათ.
აქვს ამას თავისი მუღამი რაც ამ თამაშს ჩვენთვის რელევანტურად აქცევს.
თამაშის დეტალებისთვის იხილე სრული აღწერა ❤️

მარაგშია

ჩაიჯიბე 222 ორგაზმ ქულა | Earn 222 Orgasm points
აღწერა

თამაშის პრინციპი მარტივია. ჭიქებს ანაწილებ თანაბრად მაგიდის ორივე მხარეს, როგორც კლასიკური Beer Pong-ის შემთხვევაში.
ოღონდ, ნახე რა ხდება: ჭიქას ბოლომდე არ ავსებ სასმლით.
ავსებ მხოლოდ ქვედა, ვიწრო ნაწილს (რასაც ერთ-ერთ სურათზე ხედავ) და ზევიდან ადებ კარტს. ეს პირველ რიგში ჰიგიენურობას ინარჩუნებს, რადგან ბურთი სასმელში არ ვარდება და შესაბამისად სასმელს სვავ სუფთად. ოღონდ ამ კარტის მთავარი მუღამი ისაა რომ ქვედა მხრიდან ახატია მოქმედება. შესაბამისად როცა ბურთს შენს ჭიქაში ჩააგდებენ, შენ არამხოლოდ უნდა დალიო სასმელი, არამედ შეასრულო ის მოქმედება რა ნახატიც კარტზე ამოგივა.

არის ცოტა კომპლექსური ვარიანტიც, სადაც ჩართული ხართ არამხოლოდ მოთამაშეები, არამედ ისინიც ვინც ირგვლივ არიან, გიყურებენ და ელოდებიან თავიანთ რიგს. თუ ამ ვარიანტით თამაშს აირჩევთ, მაშინ კარტზე რა მოქმედებაც ამოვა ის უნდა შეასრულო არამხოლოდ შენ, არამედ ყველა მაყურებელმა და ბოლო/ყველაზე ნელი ვინც იქნება, იმანაც უნდა გადაკრას შოტი.

იდეალური თამაშია სახლის წვეულებებისთვის და სიტუაციის შეხურებისთვის.

მიტანა და ანომიმურობა
შეფუთვა ყოვლეთვის ანონიმურია
    • კურიერმა არ იცის რა მოაქვს, თუმცა თავისთავად იცის სადაც მუშაობს.
    • ჩვენს შეფუთვებს არ აქვს არანაირი ლოგო, სტიკერი და ა.შ.
მიწოდება თბილისში

მიტანის სერვისი მუშაობს ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით.
(გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომლის შესახებაც წინასწარ იქნები ინფორმირებული)

14:00 – მდე მიღებული შეკვეთები ბარდება იმავე დღეს, 14:00 -ის შემდეგ მიღებული შეკვეთები ბარდება მეორე დღეს.

შეკვეთების მიწოდება იწყება 14:00 -ის შემდეგ.

შეკვეთის მიწოდებასთან დაკავშირებით კურიერი გიკავშირდება 12:00-14:00 შუალედში და გითანხმდება მიწოდების საათზე.

შეკვეთის მიღებიდან ნახევარ და 1 საათში შეკვეთის მიწოდება არ ხდება.

ცენტრალურ უბნებში და მეტროებთან მიწოდება უფასოა, ან +3, +5 ლარი.
მიწოდების საფასურს ადგენს კურიერი მანძილიდან გამომდინარე.

მიწოდება თბილისის გარეთ

თბილისის გარეთ მიწოდებას უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორი საკურიერო კომპანია (საქართველოს ფოსტით არ ვაგზავნით).

მიწოდება ხდება 3-5 სამუშაო დღის ვადაში (შაბათი და კვირა, ასევე ოფიციალური დასვენების დღეები არ არის სამუშაო დღეები).

ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რომელ დღეს მოგიტანენ ამანათს, ამიტომ დაელოდე კურიერის ზარს.

შეფუთვა არის ანონიმური და კურიერმა არ იცის რა დევს შიგნით.

თბილისის გარეთ მიწოდების საკომისიო არის 5 ლარი.

თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც ბარათით საიტზევე, ასევე ქეშით კურიერთან.

 

არტიკული: MPP5211 კატეგორია: ჭდე: , , , , ,