მასაჟის სანთელი ვანილი

69,00

სიმშვიდეს ფასი მაშინ აქვს როცა არსებობს სტრესი. სტრესი კი არსებობს ყველასთვის, ყოველთვის… წვის პროცესი არის იდეალური ანტისტრესი. როცა ეს წვა სასიამოვნო სურნელსაც აყენებს, სტრესი უცნაური სისწრაფით გავიწყდება… როცა წვის პროცესის შედეგად მიიღება სასიამოვნო, სურნელოვანი, შემარბილებელი და გამაჯანსაღებელი ზეთი რომელიც სხეულზე წვეთებად გეღვენთება, სხეულში სიამოვნების გრძნობა იწყებს დომინირებას… ხოლო როცა ამ დაღვენთებას თან ერთვის შენი პარტნიორის პრელუდიისთვის ან ისე, სარელაქსაციოდ გაკეთებული ინტიმური მასაჟი, ეს უკვე ტრანსის მდგომარეობაა…

სანთელი ეროტიკაში არ არის უბრალოდ ნივთი, ის ხელოვნების მიმართულებაა.
თუ რისგან შედგება ეს სანთელი, რამდენ ხანს იწვის და როგორ გამოიყენო, ამისთვის ნახე სრული აღწერა.

მარაგშია

ჩაიჯიბე 207 ორგაზმ ქულა | Earn 207 Orgasm points
აღწერა

შუნგას კანადური მასაჟის სანთლები არის იდეალური სარელაქსაციო თუ პრელუდიის საშუალება. უშუალოდ სანთელი არის სოიოზე დაფუძნებული. გაჯერებულია ვანილის არომატით. სწორედ ეს არომატი დგება როცა სანთლის წვას იწყებ. გქონდეს ანთებული დაახლოებით 20 წუთის მანძილზე. არომატის დაყენებისა და გარემოს შექმნის პარალელურად, წვის ეს დრო საკმარის ზეთს გამოყოფს შემდგომი მასაჟისთვის. შემდეგ ჩააქრე სანთელი, დაასხი ზეთი სხეულზე შენს პარტნიორს და ასიამოვნე სარელაქსაციო თუ პრელუდიური მასაზჟით.
ამ სანთელს აქვს წვის 40 საათიანი რესურსი. მისი წვით მიღებული ზეთის წასმის შემდეგ კანი რბილდება, აქვს აბრეშუმისებრი იერი და სასრიალო ეფექტი. ასევე აქვს დაბალი წვის ტემპერატურა. ეს ნიშნავს რომ შეგიძლია ანთებული სანთელი პარტნიორის სხეულს შემოატარო და გადნობისას მიღებული ზეთი წვეთებად აღვენთო მის სხეულზე.

ინგრედიენტები (თარგმანის გარეშე): Hydrogenated Soybean Oil/Huile de soja hydrogénée, Coconut Oil/Huile de noix de coco (Cocos nucifera oil), Fragrance (Parfum), Sweet Almond Oil/Huile d’amande douce (Prunus amygdalus dulcis oil), Safflower Oil/Huile de carthame (Carthamus tinctorius seed oil), Avocado Oil/Huile d’avocat (Persea gratissima oil), Sesame Oil/Huile de sésame (Sesamum indicum seed oil), Grape Seed Oil/Huile de pépin de raisin (Vitis vinifera seed oil), Vitamin/Vitamine E (Tocopherol)
ვანილის ვერსიის უნიკალური ინგრედიენტები: Benzyl Alcohol, Benzyl Cinnamate, Cinnamal, Coumarin.

მიტანა და ანომიმურობა
შეფუთვა ყოვლეთვის ანონიმურია
    • კურიერმა არ იცის რა მოაქვს, თუმცა თავისთავად იცის სადაც მუშაობს.
    • ჩვენს შეფუთვებს არ აქვს არანაირი ლოგო, სტიკერი და ა.შ.
მიწოდება თბილისში

მიტანის სერვისი მუშაობს ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით.
(გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომლის შესახებაც წინასწარ იქნები ინფორმირებული)

14:00 – მდე მიღებული შეკვეთები ბარდება იმავე დღეს, 14:00 -ის შემდეგ მიღებული შეკვეთები ბარდება მეორე დღეს.

შეკვეთების მიწოდება იწყება 14:00 -ის შემდეგ.

შეკვეთის მიწოდებასთან დაკავშირებით კურიერი გიკავშირდება 12:00-14:00 შუალედში და გითანხმდება მიწოდების საათზე.

შეკვეთის მიღებიდან ნახევარ და 1 საათში შეკვეთის მიწოდება არ ხდება.

ცენტრალურ უბნებში და მეტროებთან მიწოდება უფასოა, ან +3, +5 ლარი.
მიწოდების საფასურს ადგენს კურიერი მანძილიდან გამომდინარე.

მიწოდება თბილისის გარეთ

თბილისის გარეთ მიწოდებას უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორი საკურიერო კომპანია (საქართველოს ფოსტით არ ვაგზავნით).

მიწოდება ხდება 3-5 სამუშაო დღის ვადაში (შაბათი და კვირა, ასევე ოფიციალური დასვენების დღეები არ არის სამუშაო დღეები).

ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რომელ დღეს მოგიტანენ ამანათს, ამიტომ დაელოდე კურიერის ზარს.

შეფუთვა არის ანონიმური და კურიერმა არ იცის რა დევს შიგნით.

თბილისის გარეთ მიწოდების საკომისიო არის 5 ლარი.

თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც ბარათით საიტზევე, ასევე ქეშით კურიერთან.

 

არტიკული: 4501 კატეგორია: , , ჭდე: ,