Sensfeel ფერომონის ბუსტერი სუნამო ქალისთვის 10 მლ

59,00

ჩვეულებრივი სუნამო ფერომონის ბუსტერისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
რათქმაუნდა ამ საოცრებას ჩვეულებრივ იყენებ როგორც სუნამოს და შესანიშნავი სუნამოა, თუმცა მას გამოარჩევს ერთი სასწაულმოქმედი ძალა – კაცებისგან შენდამი ქიმიურ დონეზე გაზრდილი მიზიდულობა.
სრულ აღწერაში იხილავ იმის დეტალურ ჩაშლას თუ როგორ ხდება ეს.

ფერომონის ბუსტერის მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა დასხმიდან 30 წუთში და გრძელდება რამდენიმე საათის მანძილზე.

მოცულობა: 10 მლ. სპეციალურადაა ისეთი ზომის რომ მარტივად გადასატანი იყოს, ჩანთაში გეგდოს ხოლმე და მოგზაურობისასაც უპრობლემოდ აიტანო თვითმფრინავში.

მარაგშია

ჩაიჯიბე 177 ორგაზმ ქულა | Earn 177 Orgasm points
აღწერა

სექსუალური ფერომონები რეალურად არის უფერო და შეუმჩნეველ ნივთიერებათა წყება, რომლებსაც ეტაპობრივად გამოსცემს ორგანიზმი. ეს ნივთიერებათა წყება ხელს უწყობს ერთსა და იმავე სახეობის ცხოველებში ქიმიისა და მიზიდულობის განვითარებას. ადამიანებში ქალის სექსუალური ფერომონი არის კოპულინი.

ეს ფერომონი ქალის მიზიდულობას თეთრი ჟასმინის (Jasminum officinale) და ცერატონიის (Ceratonia siliqua) აქტიური ინგრედიენტების საშუალებით ზრდის. ეს ინგრედიენტები ახდენენ კოპულინის მიმიკას, რისი შეგრძნებაც ზრდის კაცში სექსუალური ჰორმონის სინთეზს.

თეთრი ჟასმინის და ცერატონიის გაერთიანებული შემცველობა ამ სუნამოში არის 5%, რაც არის მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა ამ ტიპის სითხისთვის. სერიულ წარმოებამდე ამ სუნამოს სამშობლოში – პორტუგალიაში ჩატარდა კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 16 მამაკაცი 25-დან 65 წლამდე. მკვლევარებმა სუნამო დაასხეს სახის მასკებს და მამაკაცებს ამ მასკებზე ასუნინეს დასხმიდან 15 წუთში, 30 წუთში და 1 საათში. ტესტოსტერონის ნიმუშები აღებული იყო მამაკაცების ნერწყვიდან. დასხმიდან 15 წუთში გამოიკვეთა 32.1% ზრდა, 30 წუთში გამოიკვეთა 51.4% ზრდა და 1 საათში გამოიკვეთა 82.1% ზრდა.

ეს არის სუნამო რომელიც აორმაგებს ქალის მიმზიდველ და მაცდუნებელ ძალას. თავისი აქტიური ინგრედიენტების წყალობით ის იწვევს და აძლიერებს ვნების თავგადასავლებს. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ რომ დაისხა ისეთ ადგილებში სადაც სისხლის ცირკულაცია მაღალია. ესეთი ადგილებია ყელის მარჯვენა და მარცხენა მხარეები და მაჯები (სადაც პულსი იზომება ის ადგილები).
ბევრის დასხმა ეფექტს არ ზრდის. მაქსიმუმ 4 მისხმა სრულად საკმარისია. მოცულობა არის 10 მლ, რაც დაახლოებით 170 დოზაა.
ამ სუნამოს აქვს ამავე ეფექტის მქონე თმის და ტანის ლოსიონი.

სუნის შესაგრძნებად რათქმაუნდა ჯობია ადგილზე ნახო, თუმცა სუნთან ყველაზე ახლოს მდგომი მცენარეები შეგვიძლია გითხრათ: ალუბალი, მაისის შროშანა და კედარი.

ph ინტერვალი: 6.5 – 7.5

ინგრედიენტები (თარგმანის გარეშე):

ALCOHOL, AQUA, PARFUM, PROPANEDIOL, ISOPROPYL ALCOHOL, GLYCERIN, PROPYLENE GLYCOL, SODIUM LACTATE, SODIUM PCA, LIMONENE, HEXYL CINNAMAL, LINALOOL, BENZYL SALICYLATE, ALPHA-ISOMETHYL IONONE, COUMARIN, CERATONIA SILIQUA FRUIT EXTRACT, JASMINUM OFFICINALE FLOWER EXTRACT, CITRONELLOL, PHENETHYL ALCOHOL, CITRAL, CAPRYLYL GLYCOL, HYDROXYCITRONELLAL, FRUCTOSE, GLYCINE, NIACINAMIDE, UREA, SODIUM BENZOATE, INOSITOL.

მიტანა და ანომიმურობა