Margot-ს აქვს 2 მოტორი ვიბრაციისთვის, რომლებიც განლაგებულია სხვადასხვა ადგილებზე. ერთი მოტორი უმიზნებს შენს G წერტილს, ხოლო მეორე კლიტორს შიდა მხრიდან. იმის მიუხედავად რომ მარგოტი თავისი ბუნებით არის G წერტილის ვიბრატორი, ის ვიბრაციებს ანაწილებს ისე რომ სიამოვნება მაქსიმალურად თანაბრად გავრცელდეს შენს ეროგენულ წერტილებს ორის. MARGOT არამხოლოდ ვიბრირებს, არამედ სწრაფად ამოძრავებს თავს მაქსიმალური სტიმულირებისთვის.
ვიბრატორს აქვს 38 გრადუსამდე გათბობის ფუნქციაც, რათა ტემპერატურა მაქსიმალურად იყოს ადამიანის ბუნებრივ სითბოსთან მიახლოვებული. გახურების ფუნქციის ჩასართავად მას აქვს შესაბამისი ღილაკი. შეგიძლია გამოიყენო როგორც გახურების ფუნქციით, ისე მის გარეშე.
დიზაინით Margot არის ლამაზი, ელეგანტური, ელიტური ვიბრატორი. მისი ულტრა-რბილი სილიკონის საშუალებით ის მაღალი დონის, ელიტურ შთაბეჭდილებას ტოვებს როგორც ვიზუალურად, ისე შეხებისას.
ვიბრატორს აქვს ვიბრაციის 5 სტილი და 5 სიმძლავრე. სტილები და სიმძლავრეები რეგულირდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, რაც საბოლოო ჯამში 25 შესაძლო კომბინაციას გაძლევს. სტილების შესაცვლელად დააჭირე ზედა ან ქვედა სამკუთხედს ორჯერ სწრაფად. სიმძლავრის მოსამატებლად ან დასაკლებად დააჭირე შესაბამის სამკუთხედს ერთხელ.
ვიბრატორს ასევე აქვს +1, სმარტ ვიბრაციის სტილი. სმარტ ფუნქციის ჩასართავად უკვე ჩართულ ვიბრაციაზე დააჭირე შუა ღილაკს ორჯერ სწრაფად. რეალურად სმარტ ფუნქცია ნიშნავს იმას, რომ ვიბრატორი თავად, ნელი და სასიამოვნო გარდამავლობით ცვლის ვიბრაციის სტილებს და სიხშირეებს მათი მომატება-დაკლების პრინციპით, რათა ასოცირება მაქსიმალურად ხდებოდეს სექსთან.
თუ გსურს რომ უწებ აწიო მაქსიმალურ ვიბრაციაზე, ამისთვის ერთდროულად დააჭირე ზედა და ქვედა სამკუთხედებს 2-3 წამით. ამრიგად ეგრევე შეძლებ რომ ვიბრატორისგან მიიღო მაქსიმუმი, რისი მოწოდებაც მას შეუძლია.
რაც მთავარია – Margot მხოლოდ ღილაკებით არ კონტროლდება. ვიბრაციის რეგულირება შეგიძლია სვაკომის აპლიკაციითაც. ვიბრატორი უკავშირდება აპლიკაციას, რომლითაც შეგიძლია რომ შექმნა საკუთარი ვიბრაციის პატერნები, დაუკავშირო ვიბრატორი სასურველ მუსიკას და აუყოლო მის რიტმს ან გარემოში არსებულ ხმებს, ან სულაც აკონტროლებინო ის შენს პარტნიორს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან!
ვიბრატორი უკავშირდება KooSync აპლიკაციასაც. სვაკომის და KooSync აპლიკაციებს რამდენიმე საკვანძო სხვაობა აქვთ როგორც ინტერფეისის ისე ფუნქციური კუთხით. ეს უკვე შეგიძლია რომ თავად ნახო 🫦
მარგოტი არის უფრო ჩუმი, ვიდრე სხვა მსგავსი სტილის ვიბრატორები. შესაბამისად არ შეგეშინდეს იმის, რომ გვერდითა ოთახიდან ვინმე შენს ცუღლუტობას გაიგებს ❣️
მარგოტს აქვს USB Type-C დატენვა. დატენვას ჭირდება დაახლოებით 2.5 საათი. დამტენი პორტის ქვევით აქვს 4 ცალი LED ნათება, რომლებიც აღნიშნავენ ელემენტის დონეს. თითოეული ნათება აღნიშნავს 25 პროცენტს. სრულად დატენილი ვიბრატორი ძლებს 1-1.3 საათის მანძილზე.
მარგოტი არის სრულად წყალგამძლე. გინდა შხაპში გამოიყენე, გინდა აუზში და გინდა ჯაკუზში. დამტენი პორტში მაქსიმალურად უნდა იჯდეს თავისი ხუფი ოღონდ. თორემ მანდ თუ წყალი შეუშვი, დაგიზიანდება და გარანტიაც აღარ გავრცელდება.
მარგოტს აქვს 2 წლიანი გარანტია.
ერთი სიტყვით, დონე ვიბრატორია დონე ხალხისთვის 🔥