Svakom MARGOT

239,00

თხევადი სილიკონის ტექნოლოგიით შექმნილი G წერტილის ვიბრატორები არის ყველაზე ლამაზი, დახვეწილი და ელეგანტური სტილის ვიბრატორები. მითუმეტეს როცა ეს ვიბრატორები შექმნილია ამერიკული ტოპ ბრენდის, სვაკომის მიერ უდიდესი სიყვარულით.
რათქმაუნდა ეს ვიბრატორი ფუნქციონალურადაც ისეთივე მიმზიდველია როგორც ვიზუალურად და მთელი წიგნის დაწერა შეიძლება იმაზე, თუ რა მაგიური ძალები აქვს მარგოტს. ვიბრაციის სტილების, სიმძლავრეების, აპლიკაციით კონტროლის, სმარტ ფუნქციების და მრავალი სხვა სასიამოვნო დეტალის შესახებ ინფორმაცია შეგიძლია იხილო სრულ აღწერაში ❤️

მარაგშია

ჩაიჯიბე 717 ორგაზმ ქულა | Earn 717 Orgasm points
აღწერა

Margot-ს აქვს 2 მოტორი ვიბრაციისთვის, რომლებიც განლაგებულია სხვადასხვა ადგილებზე. ერთი მოტორი უმიზნებს შენს G წერტილს, ხოლო მეორე კლიტორს შიდა მხრიდან. იმის მიუხედავად რომ მარგოტი თავისი ბუნებით არის G წერტილის ვიბრატორი, ის ვიბრაციებს ანაწილებს ისე რომ სიამოვნება მაქსიმალურად თანაბრად გავრცელდეს შენს ეროგენულ წერტილებს ორის. MARGOT არამხოლოდ ვიბრირებს, არამედ სწრაფად ამოძრავებს თავს მაქსიმალური სტიმულირებისთვის.

ვიბრატორს აქვს 38 გრადუსამდე გათბობის ფუნქციაც, რათა ტემპერატურა მაქსიმალურად იყოს ადამიანის ბუნებრივ სითბოსთან მიახლოვებული. გახურების ფუნქციის ჩასართავად მას აქვს შესაბამისი ღილაკი. შეგიძლია გამოიყენო როგორც გახურების ფუნქციით, ისე მის გარეშე.

დიზაინით Margot არის ლამაზი, ელეგანტური, ელიტური ვიბრატორი. მისი ულტრა-რბილი სილიკონის საშუალებით ის მაღალი დონის, ელიტურ შთაბეჭდილებას ტოვებს როგორც ვიზუალურად, ისე შეხებისას.

ვიბრატორს აქვს ვიბრაციის 5 სტილი და 5 სიმძლავრე. სტილები და სიმძლავრეები რეგულირდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, რაც საბოლოო ჯამში 25 შესაძლო კომბინაციას გაძლევს. სტილების შესაცვლელად დააჭირე ზედა ან ქვედა სამკუთხედს ორჯერ სწრაფად. სიმძლავრის მოსამატებლად ან დასაკლებად დააჭირე შესაბამის სამკუთხედს ერთხელ.

ვიბრატორს ასევე აქვს +1, სმარტ ვიბრაციის სტილი. სმარტ ფუნქციის ჩასართავად უკვე ჩართულ ვიბრაციაზე დააჭირე შუა ღილაკს ორჯერ სწრაფად. რეალურად სმარტ ფუნქცია ნიშნავს იმას, რომ ვიბრატორი თავად, ნელი და სასიამოვნო გარდამავლობით ცვლის ვიბრაციის სტილებს და სიხშირეებს მათი მომატება-დაკლების პრინციპით, რათა ასოცირება მაქსიმალურად ხდებოდეს სექსთან.

თუ გსურს რომ უწებ აწიო მაქსიმალურ ვიბრაციაზე, ამისთვის ერთდროულად დააჭირე ზედა და ქვედა სამკუთხედებს 2-3 წამით. ამრიგად ეგრევე შეძლებ რომ ვიბრატორისგან მიიღო მაქსიმუმი, რისი მოწოდებაც მას შეუძლია.
რაც მთავარია – Margot მხოლოდ ღილაკებით არ კონტროლდება. ვიბრაციის რეგულირება შეგიძლია სვაკომის აპლიკაციითაც. ვიბრატორი უკავშირდება აპლიკაციას, რომლითაც შეგიძლია რომ შექმნა საკუთარი ვიბრაციის პატერნები, დაუკავშირო ვიბრატორი სასურველ მუსიკას და აუყოლო მის რიტმს ან გარემოში არსებულ ხმებს, ან სულაც აკონტროლებინო ის შენს პარტნიორს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან!

ვიბრატორი უკავშირდება KooSync აპლიკაციასაც. სვაკომის და KooSync აპლიკაციებს რამდენიმე საკვანძო სხვაობა აქვთ როგორც ინტერფეისის ისე ფუნქციური კუთხით. ეს უკვე შეგიძლია რომ თავად ნახო 🫦

მარგოტი არის უფრო ჩუმი, ვიდრე სხვა მსგავსი სტილის ვიბრატორები. შესაბამისად არ შეგეშინდეს იმის, რომ გვერდითა ოთახიდან ვინმე შენს ცუღლუტობას გაიგებს ❣️

მარგოტს აქვს USB Type-C დატენვა. დატენვას ჭირდება დაახლოებით 2.5 საათი. დამტენი პორტის ქვევით აქვს 4 ცალი LED ნათება, რომლებიც აღნიშნავენ ელემენტის დონეს. თითოეული ნათება აღნიშნავს 25 პროცენტს. სრულად დატენილი ვიბრატორი ძლებს 1-1.3 საათის მანძილზე.

მარგოტი არის სრულად წყალგამძლე. გინდა შხაპში გამოიყენე, გინდა აუზში და გინდა ჯაკუზში. დამტენი პორტში მაქსიმალურად უნდა იჯდეს თავისი ხუფი ოღონდ. თორემ მანდ თუ წყალი შეუშვი, დაგიზიანდება და გარანტიაც აღარ გავრცელდება.

მარგოტს აქვს 2 წლიანი გარანტია.

ერთი სიტყვით, დონე ვიბრატორია დონე ხალხისთვის 🔥

მიტანა და ანომიმურობა
შეფუთვა ყოვლეთვის ანონიმურია
    • კურიერმა არ იცის რა მოაქვს, თუმცა თავისთავად იცის სადაც მუშაობს.
    • ჩვენს შეფუთვებს არ აქვს არანაირი ლოგო, სტიკერი და ა.შ.
მიწოდება თბილისში

მიტანის სერვისი მუშაობს ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით.
(გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომლის შესახებაც წინასწარ იქნები ინფორმირებული)

14:00 – მდე მიღებული შეკვეთები ბარდება იმავე დღეს, 14:00 -ის შემდეგ მიღებული შეკვეთები ბარდება მეორე დღეს.

შეკვეთების მიწოდება იწყება 14:00 -ის შემდეგ.

შეკვეთის მიწოდებასთან დაკავშირებით კურიერი გიკავშირდება 12:00-14:00 შუალედში და გითანხმდება მიწოდების საათზე.

შეკვეთის მიღებიდან ნახევარ და 1 საათში შეკვეთის მიწოდება არ ხდება.

ცენტრალურ უბნებში და მეტროებთან მიწოდება უფასოა, ან +3, +5 ლარი.
მიწოდების საფასურს ადგენს კურიერი მანძილიდან გამომდინარე.

მიწოდება თბილისის გარეთ

თბილისის გარეთ მიწოდებას უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორი საკურიერო კომპანია (საქართველოს ფოსტით არ ვაგზავნით).

მიწოდება ხდება 3-5 სამუშაო დღის ვადაში (შაბათი და კვირა, ასევე ოფიციალური დასვენების დღეები არ არის სამუშაო დღეები).

ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რომელ დღეს მოგიტანენ ამანათს, ამიტომ დაელოდე კურიერის ზარს.

შეფუთვა არის ანონიმური და კურიერმა არ იცის რა დევს შიგნით.

თბილისის გარეთ მიწოდების საკომისიო არის 5 ლარი.

თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც ბარათით საიტზევე, ასევე ქეშით კურიერთან.