პირველ რიგში MINI EMMA NEO გამოირჩევა მისი კომპაქტური დიზაინით. დიდი სიმძლავრის პარალელურად მას აქვს გამორჩეულად პატარა ფორმა კლიტორის ვიბრატორისთვის, რაც მას მარტივად გადატანადს და სამოგზაუროდ კომფორტულს ხდის ♡
მას აქვს ვიბრაციის 5 და ინტენსიურობის 10 ერთმანეთისგან დამოუკიდებლად რეგულირებადი ფუნქცია. მას აქვს + 1 სმარტ ფუნქცია, რომელიც ახდენს სექსის რიტმის მიმიკას.
ჩასართავად დააჭირე შუა ღილაკს 3 წამით. ვიბრაციის დასაწყებად დააჭირე ზედა ან ქვედა სამკუთხედს. ვიბრაციის ინტენსიურობის მომატებისა ან დაკლებისთვის უკვე დაწყებულ ვიბრაციაზე დააჭირე შესაბამის სამკუთხედს ერთხელ. ვიბრაციის სტილის შესაცვლელად დააჭირე ზედა ან ქვედა სამკუთხედს ორჯერ სწრაფად.
სმარტ ფუნქციის ჩასართავად უკვე ჩართულ ვიბრაციაზე დააჭირე შუა ღილაკს ორჯერ სწრაფად. რეალურად სმარტ ფუნქცია ნიშნავს იმას, რომ ვიბრატორი თავად, ნელი და სასიამოვნო გარდამავლობით ცვლის ვიბრაციის სტილებს და სიხშირეებს მათი მომატება-დაკლების პრინციპით, რათა ასოცირება მაქსიმალურად ხდებოდეს სექსთან
იდეალური ორგაზმისთვის ქალების დიდ ნაწილს მოსწონს, როცა ორგაზმისას ვიბრაცია ჩერდება. MINI EMMA NEO ვიბრატორს ეს ფაქტორიც გათვალისწინებული აქვს და ნებისმიერ დროს, შუა ღილაკზე თითის ერთი დაჭერა საკმარისია ვიბრატორის გასაჩერებლად მისი გამორთვის გარეშე.
ელემენტის დონის აღსანიშნავად MINI EMMA NEO ვიბრატორს ბოლოში აქვს 4 ცალი LED ნათება, რომელთაგანაც თითოეული აღნიშნავს ენერგიის 25 პროცენტიან ზღვარს.
MINI EMMA NEO ასევე უკავშირდება სვაკომის და Feel Connect 3 აპლიკაციებს. სვაკომის აპლიკაციით შესაძლებელია რომ შექმნა შენი სასურველი ვიბრაციის პატერნები, აუყოლო ვიბრატორი საყვარელ მუსიკის რიტმებსა თუ გარემოს ხმებს, ან სულაც აკონტროლებინო იგი პარტნიორს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან! Feel Connect 3 აპლიკაცია საშუალებას გაძლევს რომ დაუკავშირო შენი ვიბრატორი ინტერაქტიულ ვიდეოებსა თუ +18 სტრიმებს. შესაბამისად ვიბრატორი იდეალური გასართობია როგორც გამომწერისთვის, ისე სტრიმერისთვის.
MINI EMMA NEO არის სრულად წყალგამძლე, შესაბამისად მისი გამოყენება შეგიძლია ჯაკუზსა თუ აუზში. ამისთვის უმნიშვნელოვანესია რომ მის ძირში არსებული დამტენის ხუფი იყოს კარგად დალუქული რათა არ შეუშვას წყალი დამტენის ადგილზე.
რაც შეეხება დამტენს, ის არის USB Type-C ტიპის! ასე რომ შეგიძლია დაივიწყო დამტენის დაკარგვა თუ გაფუჭება. მას ნებისმიერ დროს, ნებისმიერი Type-C დამტენი დატენის.
ზოგადად ვიბრატორების გადატანისას დაწოლის შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს მათი ჩართვა, რაც იწვევს შემდგომ უხერხულობას. ამისგან თავის ასარიდებლად არსებობს travel lock ფუნქცია, რომელიც ამ ვიბრატორს რათქმაუნდა აქვს. ფუნქციის ჩასართავად დააჭირე ზედა და ქვედა სამკუთხედს ერთდროულად 10 წამით. ფუნქციის ჩართვას ვიბრატორი გაცნობებს განათებით. შემდეგ ის აღარ ჩაირთვება სანამ travel lock ფუნქციას არ გამორთავ ზუსტად იგივენაირად როგორც ჩართე.
სვაკომის ყველა ვიბრატორს აქვს 2 წლიანი გარანტია. გარანტია არ ვრცელდება სილიკონზე.