- ჩვენთან ყველა პროდუქტი მოწმდება ვიზუალურად , ფუნქციონალურად და დამატებითი აქსესუარების კუთხით (დამტენი, პულტი და ა.შ.)
- თითოეული პროდუქტი გადის შემოწმებას ორჯერ, საწყობში მიღებისას და საწყობიდან გასვლისას.
- მოწმდება პროდუქტის მუშაობა + იტენება თუ არა, შესაბამისად მოწმდება დამტენიც.
- ის პროდქუტები კი, რომლებიც არაელექტროა, გადის ვიზუალურ შემოწმებას.
- თუ ჩვენს კონტროლს არ ენდობი და გინდა თანხის გადახდამდე თვითონ შეამოწმო პროდუქტები, ამ შემთხვევაში შემოწმება უნდა მოხდეს კურიერის თანდასწრებით,
დარწმუნდი რომ ყველაფერი გამართულია/მუშაობს და მერე შენ იცი. - ნებისმიერი სახის პრეტენზია პროდუქტების ვიზუალურ და ფუნქციურ მხარესთან დაკავშირებით მიიღება შეკვეთის ჩაბარებიდან 24 საათის განმავლობაში, ამიტომ პროდუქტები შეამოწმე იმავე დღეს როცა მიიღებ, რადგან მოგვიანებით დეფექტებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს ვალიდურად არ ჩავთვლით.
- “-ბზშვყ არ გამომიყენებია; @@@ ლარი კი გადავიხადე მაგრამ ფეხებზე მეკიდა და 4 თვე გაუხსნელად მედო”
“-სამი თვის წინ ვიყიდე, ერთხელ გამოვიყენე მარტო და ეხლა აღარ მუშაობს” – არგუმენტები არ განიხილება. - დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში მოგვწერე, პროდუქტს გამოგართმევთ, შევამოწმებთ და თუ ქარხნული დეფექტი ექნება, მაშინ შეგიცვლით.პროდუქტი შეცვლას ექვემდებარება შემდეგი პირობებით
- 50 ლარზე ქვემოთ გარანტია არ აქვს არც ერთ პროდუქტს.
- 50 ლარიდან 150 ლარამდე პროდუქტებს აქვს 1 დღიანი გარანტია.
- 150 ლარზე ზევით პროდუქტებს აქვს 2 კვირიანი გარანტია.
- გამონაკლისია სატისფაიერის ვიბრატორები, რომელსაც 15 წლიანი გარანტია აქვთ.
- რაც შეეხება პროდუქტების მოვლას და სისუფთავეს.
- ის პროდუქტები რომლებიც იტენება, უკეთესია პირველ გამოყენებამდე ბოლომდე დაიტენოს (2-3 საათი)
- გარეცხვის დროს უნდა გაირეცხოს მხოლოდ სილიკონის ნაწილი, წყალი არ უნდა მოხვდეს დატენვის წეტილში.
- თუ ბატარეებზე მუშაობს, მაშინ წყალი არ უნდა მოხვდეს იმ ადგილას სადაც ბატარეები თავსება.
- ასევე წყალი არ უნდა მოხვდეს პლასტმასის/მეტალის გარშემო.
ანუ ნებისმიერი წერტილი საიდანაც შეიძლება რომ მექანიზმში წყალი შევიდეს, უნდა დაიცვა წყლისგან. - waterproof რომ უწერია ხოლმე, ეგ არ ნიშნავს რომ მთლიანად წყალგამძლეა ან ვანაში შეგიძლია გამოყენება.
- თუ მაინც და მაინც ვანაში გამოყენების მუღამი გაქვს, მაშინ შეგიძლია პრეზერვატივი წამოაცვა და მოუკრა პირი ისე, რომ წყალი არ შევიდეს და პროდუქტი არ გაგიფუჭდეს.
- მერე შეგიძლია იგრიალო.