კიკუს ყავს თავისი პირადი კურიერები რომლებიც რწმუნდებიან იმაში რომ წინასწარ იცოდე როდის მიიღებ შენს რამეებს, გაწვდიან მალე და ჯიგრულად. ამ ეტაპზე გვყავს ორი კურიერი, რომლებიც ან ანაცვლებენ ერთმანეთს, ან ერთად მუშაობენ ხოლმე, შეკვეთების რაოდენობას გააჩნია.
ფოტოზე ხედავ ჩვენს ძირითად საკურიერო მანქანას. იმის მიუხედავად რომ ძრავის მოცულობა მხოლოდ 0.7 ლიტრი აქვს, 8 ლიტრამდე წვავს 100 კილომეტრზე. თუმცა მაგას არაუშავს, გამართულია და დადის მაინც საქართველოში არსებული მანქანების ნახევრისგან განსხვავებით.
თუ ერთზე მეტ კურიერს უწევს მუშაობა, მაშინ პირად მანქანებსაც ვახმართ ხოლმე.
ჩვენი კურიერები არიან მამრობითი სქესის, დაოჯახებული ადამიანები. ეს კრიტერიუმები სპეციალურად გვაქვს გათვალისწინებული იმისთვის რომ არც მათი შევიწროვება იყოს მარტივი ვინმეს მხრიდან და არც თავად იყონ დაინტერესებულები შენთან სექსით, ვინც არ უნდა იყო 🙂 მათ არ იციან და არც აინტერესებთ ვისთან რა მოაქვთ, თუმცა რათქმაუნდა იციან ანაზღაურება საიდანაც ერიცხებათ.
მიწოდება
- მიტანის სერვისი მუშაობს ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით.
(გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომლის შესახებაც წინასწარ იქნები ინფორმირებული) - 14:00 – მდე მიღებული შეკვეთები ბარდება იმავე დღეს, 14:00 -ის შემდეგ მიღებული შეკვეთები ბარდება მეორე დღეს.
- შეკვეთების მიწოდება იწყება 14:00 -ის შემდეგ.
- შეკვეთის მიწოდებასთან დაკავშირებით კურიერი გიკავშირდება 12:00-14:00 შუალედში და გითანხმდება მიწოდების საათზე.
- შეკვეთის მიღებიდან ნახევარ და 1 საათში შეკვეთის მიწოდება არ ხდება.
- ცენტრალურ უბნებში და მეტროებთან მიწოდება უფასოა, ან ემატება 3 ლარიდან 5 ლარამდე. მიწოდების საფასურს ადგენს კურიერი მანძილიდან გამომდინარე.
- +5 ლარი ემატება ისეთ მისამართებზე როგორიც არის: ზაჰესი, ავჭალა, ორხევი და ასე შემდეგ. რუსთავის გზატკეცილზე და ავჭალაში მოქმედებს თბილისის გარეთ მიწოდების სერვისი.
შეფუთვა ყოვლეთვის ანონიმურია
- კურიერმა არ იცის რა მოაქვს, თუმცა თავისთავად იცის სადაც მუშაობს.
- ჩვენს შეფუთვებს არ აქვს არანაირი ლოგო, სტიკერი და ა.შ.
მიწოდება თბილისის გარეთ
- თბილისის გარეთ მიწოდებას უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორი საკურიერო კომპანია (საქართველოს ფოსტით არ ვაგზავნით).
- მიწოდება ხდება 3-5 სამუშაო დღის ვადაში (შაბათი და კვირა, ასევე ოფიციალური დასვენების დღეები არ არის სამუშაო დღეები).
- ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რომელ დღეს მოგიტანენ ამანათს, ამიტომ დაელოდე კურიერის ზარს.
- შეფუთვა არის ანონიმური და კურიერმა არ იცის რა დევს შიგნით.
- თბილისის გარეთ მიწოდების საკომისიო არის 5 ლარი.
- თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც ბარათით საიტზევე, ასევე ქეშით კურიერთან.