ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემა ფუნდამენტურად განსხვავდება ერთმანეთისგან .
ქალის რეპროდუქციული სისტემისთვის დამახასიათებელია ორგანიზმში მიმდინარე ციკლური პროცესის ქონა , რომელსაც მენსტრუალურ ციკლს ვუწოდებთ .
მენსტრუალური ციკლი უნდა წარმოვიდგინოთ როგორც ორსულობისთვის მოსამზადებელი ეტაპი .
ქალებში მენსტრუალური ციკლის და პუბერტული ასაკის დასაწყისი ერთმანეთს ემთხვევა .
საშუალოდ , ციკლური პროცესები ქალის/გოგონას ორგანიზმში იწყება 9-16 წლის (9 წელი ადრეული მენარქე , 16 წელი -გვიანი მენარქე ) ასაკში , რომელიც გრძელდება წლების განმავლობაში და სრულდება მენოპაუზით (საშუალოდ 50 წლის ასაკში ) .
მენსტრუალური ციკლი , სხვადასხვა ქალის შემთხვევაში , განსხვავებული ხანგრძლივობის შესაძლოა იყოს .
უნდა ვთქვათ რომ ერთი ციკლური პროცესი გრძელდება 21-35 დღე (საშუალოდ 28 დღე ) , ხოლო მენსტრუაცია გრძელდება 3-7 დღე (ყველაფერი არის ინდივიდუალური და თუ ამ საზღვრებში ჯდება , ეს ნიშნავს რომ ყველაფერი ნორმალურად არის , ხოლო თუ ცდება ამ საზღვრებს , ესეიგი ყურედღება უნდა მივაქციოთ(თუმცა არ უნდა შევშფოთდეთ !!! ) .
ხშირად ერევათ ორი ტერმინი – მენსტრუაცია და მენსტრუაციული ციკლი .
მენსტრუაციული ციკლი , (თვითონ სიტყვაც გვეუბნება cycle) , არის ციკლური პროცესი. გარდა იმისა რომ ის რაღაც დადგენილი რეგულარობით მეორდება ,(ერთი მენსტრუაციის დაწყებიდიდან , მეორე მენსტრუაციის დაწყებამდე ) თვითონ ციკლი შედგება ფაზებისგან :
ფოლიკულური ფაზა (პროლიფერაციული )
ოვულაციური ფაზა
ლუთეინური ფაზა
მენსტრუალური ფაზა (მენსტრუაცია )
მოკლედ ვთქვათ თუ რა ხდება ამ თითოეული ფაზის დრო :
ფოლიკულური ფაზა(პროლიფერაციული ) – იწყება მენსტრუაციის დაწყებიდან პირველ დღეს (ამ დროს ხდება გადაკვეთა მენსტრუალურ და ფოლიკულურ ფაზებს შორის (წარმოიდგინეთ წრე ) და სრულდება ოვულაციით (0-14).
ამ ფაზაში ხდება სარკვერცხეებში ფოლიკულების ზრდა, დაახლოებით 5-20 მცირე ზომის ფოლიკულა. თითოეული მათგანი შეიცავს უმწიფარ კვერცხუჯრედს.
მხოლოდ ერთი ( ან იშვიათად 2) ფოლიკული ხდება დომინანტი, დანარჩენი ფოლიკულები რეაბსორბირდება (გაიწოვება).
ოვულაციური ფაზა – არის საუკეთესო პერიოდი ორსულობის დადგომისთვის .
28 დღიანი ციკლის შემთხვევაში , ოვულაცია ემთხვევა 10-17 დღე (14 დღე ).
ლუთეინური ფაზა (სეკრეტორული ) – თუ ორსულობა არ დადგა, ხდება ყვითელი სხეულის რეზორბცია, უკუგანვითარება.
საბოლოოდ ციკლი მთავრდება მენსტრუალური ფაზით , რომლის დროსაც ხდება სისხლიანი გამონადენის გამოსვლა . (ამ დროს საშვილოსნოს ლორწოვანის გასქელებული ზედა შრე ჩამოიფცქვნება და გამოიყოფა სისხლთან ერთად.)
ამ პერიოდში შესაძლოა გამოხატული იყოს:
მასტალგია (მკერდის არეში ტკივილი);
ძუძუს დვრილების მგრძნობელობის მომატება
მუცლის შებერილობა
ემოციური ლაბილობა
ხასიათის ცვლილება, გაღიზიანებადობა
ცეფალგია (თავის ტკივილი)
დაღლილობის შეგრძნება
ტკივილი წელის არეში
მენსტრუალური ფაზის ხანგრძლივობა საშუალოდ მერყეობს 3 დან 7 დღემდე.
საშუალოდ ქალს მთელი სიცოცხლის განმავლობაში აქვს 450 მდე მესნტრუაცია .
მენარქედან მენოპაუზამდე .
ზოგიერთ შემთხვევაში , ოვულაცია არ დება მენსტრუალური ციკლის დროს . ასეთ ციკლს ანოვულატორულ ციკლს ვუწოდებთ . ანოვულატორული ციკლის არსებობა ხშირია(ძირითადად ) მენარქედან პირველი 12-18 თვის განმავლობაში და ასევე პრემენოპაუზურ ფაზაში (მენოპაუზის დაწყებამდე ).
ძალიან მნიშვნელოვანია, მენსტრუალური ციკლისა და მისი ფიზიოლოგიის გაგება, იმისათვის რომ პატარა ცვლილება, არ გამოიწვიოს ქალში შფოთვა და დისტრესი .
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი ცოცხალი ორგანიზმია , ამ ორგანიზმზე კი თავისი გავლენას აქვს უამრავ ფაქტორს, როგორც ენდოგენურს , ასევე ეგზოგენურს .
მენსტრუაციის მოსვლა რამდენიმე დღით ადრე ან რამდენიმე დღით გვიან , არ უნდა იყოს ფანიკის საფუძველი , არც ერთი მენსტრუაციის გამოტოვება უნდა იყოს სანერვიულო (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ )
ცხოვრების სტილი , ძილის რეჟიმი, კვების რეჟიმი , სექსუალური აქტივობის სტატუსი , სტრესის ხარისხი, სიხშირე და ა.შ (ძალიან ბევრი რამე ) ყველაფერი გავლენას ახდენს ქალის ორგანიზმში მიმდინარე ციკლურ პროცესზე (იზოლირებულად არ უნდა წარმოვიდგინოთ ) , შესაბამისად ციკლური პროცესი რომელიც გქონდათ 15 წლის ასაკში, შესაძლოა ისეთი ციკლური პროცესი აღარ გქონდეთ 30 წლის ასაკში(ცვლილება განიცადოს ) და ეს სულაც არ არის საგანგაშო .
ზოგადად, მენსტრუალური ციკლი არის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური პროცესი, რათა მოამზადოს ორგანიზმი პოტენციური ორსულობისთვის.
განსაკუთრებით მაშინ , როდესაც არ ვგეგმავთ ორსულობას საერთოდ არ არის საპანიკო რამდენიმე დღით დაგვიანებული ან ადრე მოსული მენსტრუაცია, არც გამოტოვებული მენსტრუაციიაა სანერვიულო .
საყურადღებო ხდება მაშინ, როდესაც მენსტრუალური პროცესი არის ძალიან არეული, მათ შორის ხშირია ანოვულატორული ციკლი (თვეები- წლები )და თანაც ჩვენ გვსურს ორსულობის დაგეგმვა. საყურადღებო ხდება იმიტომ, რომ შეწყვეტილი ციკლი, არეული ციკლი, გამოტოვებული ციკლი, ართულებს და ხელს უშლის ფერტილობის უნარის განხორციელებას .