SEXPECTATIONS

24,00

ამ კარტებში იხილავ 52 კითხვას ინტიმურ თემატიკაზე, რომელსაც შენ და შენი პარტნიორი რიგრიგობით დაუსვავთ ერთმანეთს. წესების მიხედვით შეგიძლიათ თითოეულ თემას ჩაუღრმავდეთ და დასვათ დამატებითი კითხვები. თამაშის მიზანია რომ უკეთესად გაიცნოთ ერთმანეთის სექსუალური იდენტობა და ჩამოაყალიბოთ სწორი მოლოდინები თქვენს მომავალ სექსუალურ ცხოვრებაზე.

მარაგშია

ჩაიჯიბე 72 ორგაზმ ქულა | Earn 72 Orgasm points
აღწერა

ეს კარტი არის საქართველოში წყვილებისთვის ალბათ ყველაზე საჭირო კარტი. იქიდან გამომდინარე რომ სექსი ჩვენთან დიდწილად დღემდე ტაბუა, სექსზე და სექსუალურ ცხოვრებაზე ლაპარაკი წინასწარ ძირითადად არ ხდება ხოლმე. ეს კარტი მოიცავს 52 კითხვას სექსუალური თემატიკის შესახებ, რისი განხილვაც ამის თამაშის გარეშე შეიძლება არც მოგაფიქრდეს. ამ კითხვების განხილვით მნიშვნელოვან ინფორმაციას იგებ შენი რჩეულის სექსუალურ იდენტობაზე და მნიშვნელოვნად ასწორებ ფოკუსს მის სექსუალურ მე-ზე.
მაგალითისთვის აქვე დავწერთ 3 კითხვას:
– როგორი იყო სექსის თემის მიმართ დამოკიდებულება იმ ოჯახში, სადაც გაიზარდე? და როგორი ზეგავლენა აქვს ამას ჩვენს სექსუალურ ცხოვრებაზე?

– რა შემიძლია გავაკეთო რომ უკეთესი პრელუდია გვქონდეს და მეტად აღგაგზნო?

– დამისახელე სამი ადგილი შენს სხეულზე, რომელზე კოცნაც გსიამოვნებს ყველაზე მეტად.

კარტი გათვლილია წყვილებზე, რომლებსაც უკვე გაქვთ სექსი. ეს კარტები თამაშობს კატალიზატორის ეფექტს თქვენი სექსუალური ცხოვრების ანალიზსა და სრულყოფაში, ამავდროულად ხსნის თემებს რომლებსაც შეიძლება ახლა უსიამოვნო ტაბუც კი ედოს. მთლიან დასტაში არის 52 კარტი.

ინგლისურის ცოდნა დაგჭირდება, კარტები ინგლისურადაა.

მიტანა და ანომიმურობა
არტიკული: sexpectations კატეგორია: ჭდე: ,